სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რატომ მალავენ და არ ავრცელებენ რეალურ ინფორმაციას საპენსიო სააგენტოში?
    რეზონანსი
    23.07.2019

     დაგროვებითი საპენსიო სისტემა 63%-მა დატოვა. საუბარია, 40 წელს გადაცილებულ იმ 200 ათას ადამიანზე, რომელიც ახალ სქემაში გაწევრიანდა, მაგრამ მათ სისტემის დატოვება უპრობლემოდ შეეძლოთ. საპენსიო სააგენტოში ,,რეზონანსს” განუცხადეს რომ მათ დეტალური მონაცემები არ გააჩნდათ, თუ რამდენი 40 წელს გადაცილებული ადამიანი მონაწილეობს რეფორმაში, თუმცა 1-ელ აპრილს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია საწინააღდეგოზე მეტყველებს. 

    დაგროვებითი საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, სისტემა გაწევრიანებლთა 15%-მა დატოვა. აქ საუბარია იმ 850 000- ადამიანიდან გამოთვლილ მონაცემზე, რომლიც პირველი იანვრიდან გააწევრიანეს სისტემაში. აქედან გამოდის, 127 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაგროვებით პენსიაზე უარი განაცხადა. 

    საპენსიო სააგენტოში 1-ელ აპრილს აცხადებდნენ, რომ ისეთი პირების რაოდენობა, რომლეთაც 40 წელს სისტემის ამოქმედებამდე გადააბიჯეს, 200 000-ზე მეტი იყო. დღეს კი ,,რეზონანსს” სააგენტოში უთხრეს, რომ ასეთ ჩაშლილ სტატისტიკას ამ ეტაპზე არ ფლობენ და ბაზების დამუშავება მიმდინარეობს. თუკი მათ მიერ რამდენიმე თვის წინ გავრცელებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, გამოდის, რომ ვისაც კი უფლება ჰქონდა საპენსიო სქემა დაეტოვებინა, 63%-მა უკვე გადადგა ეს ნაბიჯი. გამოდის, რომ 40 წელს გადაცილებული დასაქმებულთაგან 2/3-მა უარი თქვა საპენსიო რეფორმაში მონაწილეობაზე. 

    საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან სურგულაძე მხოლოდ ზოგად სტატისტიკას იშველიებს. ამ ეტაპზე საპენსიო სააგენტოს სისტემაში 850 ათასი პირია გაწევრიანებული, ხოლო საპენსიო შენატანების სახით, ფონდში 285 მლნ ლარზე მეტია მობილიზებული. 

    „285 მლნ ლარი - ესაა ფონდში მობილიზებული თანხა. ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია და მასზე სარგებლის სახით, უკვე 4 მლნ ლარზე მეტია დარიცხული. ამ დროისთვის საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა. საჯარო სამსახურიდან გასული დასაქმებულების რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე - კერძოში დასაქმებულების. ეს ბუნებრივიც არის, რადგან კერძო სექტორიდან გაწევრიანებულების რიცხვი რამდენიმეჯერ მეტია", - განუცხადა "საქმის კურსს" სურგულაძემ, მაგრამ არ დააკონკრეტა, როგორია თანაფარდობა  საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმებულებს შორის.

    სხვა მონაცემები კი ასე გამოიყურება. ამ ეტაპზე 55 000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს რეფორმაში. აკუმულირებული თანხა მოიცავს 285 მლნ-ია. 11 ივლისის მონაცემებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 40 წელს ზემოთ მყოფმა პარლამენტის 16-მა დეპუტატმა დატოვა. მათ შორისაა `ქართული ოცნების~ მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილიც.  ასევე 14-მა ,,ევროპული საქართველოს” და ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა. 

    საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია, სისტემასთან დაკავშირებით ისედაც ცნობილი იყო და ისინი მას მხარს არ უჭერდნენ რეფორმას, თუმცა გასულებიდან აღმოჩნდა ისეთიც, ვინც ამ კანონის მიღებას ხმა მისცა.

    ეს არის ფსევდო ნებაყოფლობითობა, - ასე აფასებს იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი საპენსიო სისტემას 40 წელს გადაცილებულთათვის. მისი ინფორმაციით, რეალურად დატოვების სურვილი ბევრად მეტ ადამიანს აქვს. 

    ,,რეალურად 40 წელს ზემოთ ადამიანებისათვისაც, ეს ფსევდო ნებაყოფლობითობაა. სპეციალურად იყო შემუშავებული რთული სქემა, რომლის განხორციელებაც არ იყო მარტივი ბევრი ადამინისათვის. მაშინ,  როცა ელექტრონულად გვარდება ყველაზე რთული საგადასახადო დეკლარირებებიც კი, აუცილებელი იყო სააგენტოში მისვლა, აუცილებლად პირადად დაწერა განცხადების. ასევე, რთული იყო დროის კონტროლიც, იყო რიგებიც. 

    გარდა ამისა, ძალიან ბევრიმა მიაქცია ყურადღება იმას, რომ საკონტიტუციო სასამართლოში არის შეტანილი სარჩელი, რომ არაკონტიტუციურად სცნოს არანებაყოფლობითობის კომპნონენტი ახალ საპენსიო რეფორმაში. თუკი ეს გადაწყვეტილება დადგა, ნებისმიერი ადამიანი დატოვებს სქემას მისი სურვილის მიხედვით. ძალინ ბევრს ვიცნობ ეკონომიკურ და იურიდიულ წრეებში, ვინც ამას ელოდება. ასე რომ, რეალურად დატოვების მსურველი ბევრად მეტია, ხოლო სანდოობა ბევრად დაბალი. 

    მნიშვნელოვანია ისიც, 40 წელს ქვემოთ ადამიანებიდან მეტია დაქირავებით დასაქმებული თუ პირიქით. ამაზეც არ გვაქვს სრული ინფორმაცია, არადა ესეც ბევრ რამეს ცხადყოფდა", - აღნიშნა "რეზონანსთან" ჩარგეიშვილმა. 

    ახალი საპენსიო სქემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. კანონის მიხედვით, 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი - სახელმწიფო. 40 წლამდე სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ - ნებაყოფლობითი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    რეალობა   (29.07.2019)
    ჭკვიანი და დალაგებული ადამიანია. წარმატებები!

    ვავა ვავა   (23.07.2019)
    ამ სააგენტოს უფროს თაღლითის სახე კი აქვს ისე. მავროდის მაგონწბს 9პ იანებიდან. თან რუსეთში აქვს განათლება მიღებული და აშკარად შემოგზავნილია...


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×