სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "ლელა კაკულია რომ დასვა ცენტრალურ ბანკში, ალბათ, ის ბევრად უკეთ გააკეთებს პროგნოზს"
    თამარ მუკბანიანი
    24.07.2019

     ლარის მასშტაბური გაუფასურების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნულმა ბანკმა უცვლელი დატოვა. კობა გვეტეაძეს არ უსაუბრია არც გაუფასურების მიზეზებზე და არც მოკლევადიან  ანალიზზე. ცენტრალურ ბანკში, კომენტარი არც იმაზე გააკეთეს რუსეთის მხრიდან, უარყოფითი მოლოდინის შესუსტების მიუხედავად, რატომ უფასურდება ლარი კვლავ. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი გასულია მომსახურების ზონიდან.

    საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 24 ივლისს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 6.5%-ზე დატოვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ დღეს ლარის კურსი არის უფრო გაუფასურებული, "ვიდრე ამას მიმდინარე საგარეო შოკის ზომა მიუთითებს". კურსის შესაძლო გამყარება ინფლაციურ ზეწოლასაც შეამსუბუქებს და ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. აქვე გვენეტაძე აცხადებს, რომ წელს მშპ-ის რეალური ზრდა 4.5% იქნება. 

    "მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შოკის ფონზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა ინფლაციაზე გაზრდილია, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნულ წნეხს აბალანსებს შესუსტებული ერთობლივი მოთხოვნა, რომელიც პოტენციურ დონეს კვლავ ჩამორჩება. გარდა ამისა, დღეს არსებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას მიმდინარე საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. შესაბამისად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის შესაძლო გამყარება ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. 

    ამგვარად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა გაგრძელდა, კომიტეტი განიხილავს პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობას. 

    2019 წლის პირველ ნახევარში საგარეო სექტორის გაუმჯობესება გაგრძელდა, თუმცა მეორე კვარტალის ბოლოს დამატებითი რისკები გამოიკვეთა - კერძოდ, შემცირდა მოსალოდნელი ტურისტული შემოსავლები. ამ ეტაპზე არსებული შეფასებით, ამ შოკის ჩათვლითაც კი, მოსალოდნელია, რომ 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესდება. განახლებული შეფასებით, 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდა 4.5 პროცენტი იქნება", - ამბობს გვენეტაძე. 

    ,,რეზონანსი” გასულ კვირაში დაუკავშირდა სებს და სთხოვა ანალიზის გაკეთება თუ რა ფაქტორები აუფასურებს ლარს, რუსეთის მხიდან უარყოფითი მოლოდინის შესუსტების შემდეგ. მაშინ მარეგულირებელში განაცხადეს, რომ დეტალურ კომენტარს ამ ფაქტებზე, 24 ივნისს გააკეთებდნენ, თუმცა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე მეტი ისაუბრა, ვიდრე ლარის მდგომარეობასა და უახლოესი პერიოდის ტენდენციებზე. რაც ყველაზე მეტად აინტერესებს საზოგიდოებას, ამაზე სებ-ის პრეზიდენტს პრაქტიკულად სიტყვა არ დასცდენია.  

    საბანკო სფეროს სპეციალისტი, ვაჟა კაპანაძე ლარის გაუფასურებას სრულად ეროვნული ბანკის პაუხისმგებლობად მიიჩნევს. ფატქია, რომ არათუ პოზიტიური გავლენა ვერ იქონია ლარზე გვენეტაძის განცხადებამ, ზუსტი ანალიზიც კი ვერ შემოგვთავაზა, თუ რატომ უფასურდება ეროვნული ვალუტა. 

    "ეროვნულ ბანკს არაერთი ბერკეტი აქვს ლარის კურსზე გავლენიათვის და ერთ-ერთი რეფინანსირებიც განაკვეთიცაა, რომლიც თუ პოზიტიური გავლენა სურდა, 0.5%-ით მაინც უნდა გაეზარდა, ეს ბაზრისთვის კარგი სიგნალი იქნებოდა. 

    სამწუხაროა, რომ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კომენტარსაც კი არ აკეთებს კურსზე მაშინ, როცა რეალურად არაერთი მექანიზმი აქვს მისი ცვლილებისთვის. 

    მაშინ როცა, ქვეყანა იმპორტდამოიკიდებულია და შენ თავისუფალი მცურავი კურსი გაქვს, რომელიც პერმანენტულად მაღლა მიცურავს, უნდა გეყოს ძალა, კომპეტენცია და კეთილი ნება, რომ თუნდაც ისეთ ავტორიტეტულ რეკომენდატორს როგორიც სავალუტო ფონდია, უთხრა, რომ ეს ამ ქვეყნაში არ ამართლებს. 

    ისიც კი არ ვიცით ვინ და როგორ მუშაობს დღეს სავალუტო ფონდთან.  ამის დამსახურებაა, რომ რეალური ეკონომიკური ფაქტორების არარსებობის მიუხედავად, ლარი უფრო და უფრო უფასურდება, ადამიანური ფაქტორების დამსახურებით. ამაში დამნაშავე ხელისუფლებაზე მეტად ეროვნული ბანკია, მიუხედავად იმისა, რომ მათ პასუხისმგებლობა მოუხსნეს კუსის ცვლილებაზე, რაც თვისობრივად არასწორია. 

    არათუ ცვლილება, გავლენა ან პოზიტიური როლი, არამედ კომპეტენტური ანალიზიც კი ვერ დადო ამდენი წლის განმავლობაში სებ-მა, რატომ მიდის ლარის კურსი სულ მაღლა. ლელა კაკულია რომ დასვა და ამხელა ხელფასი დაუნიშნო, ალბათ, ის ბევრად უკეთ გააკეთებს პროგნოზს და ოდესმე "გაარტყამს" მაინც", - ამბობს კაპანაძე ,,რეზონანსთან~.  ეკონომისტი ასევე თვლის, რომ მოლოდინსა და ეგზოგენური ფაქტორებისათვის ლარის გაუფასურების მიწერა, უბრალოდ, სამარცხვინო საქციელი. 

    ეროვნული ბანკი რომ ბერკეტებს არ იყენებს ლარის გასამყარებლად, ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა ფინანსისტ რამაზ გერლიანის აზრით, მთავარი ფაქტორი ეროვნული ვალუტის მიმართ უნდობლობაა, რაც სებ-ის დამსახურებაცაა. 

    ,,გასაოცარია ეროვნული ბანკის ნეიტრალურობა და ინეტული პოზიცია მაშინ, როცა ძალიან ბევრი ორგანიზაცია და ადამიანი მისგან კონკრეტულ სათქმელს ელოდა. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს უარყოფით მოლოდინს. რეფინანსირების განაკვეთი ამ შემთხვევაში ვერ იქნება იმდენად მნიშვენლოვანი, ვერც მისი გაზრდა და ვერც იგივეს დატოვება. ბევრად მნიშვენლოვანი ბერკეტები აქვს ცენტრალურ ბანკს, რასაც რატომღაც არასდროს იყენებს. რეზერვების შევსების პოლიტიკა იმისათვისაა საჭირო და გამართლებული, რომ საჭიროების შემთხვევაში გაიხარჯოს. ესეც არცერთხელ არ მომხდარა. 

    ლარი მიცურავს რაღაც კონკრტული მაღალი ნიშნულისაკენ. გამოცდილება ამბობს, რომ ის, როგორც წესი, მრგვალდება და შემდეგ ჩერდება. ახლაც სავარაუდოდ შემოდგომის ბოლოსათვის მიაღწევს 3.0-ს, თუ ეროვნული ბანკი რადიკალურ ნაბიჯებს არ გადადგამს. ასეთი გეგმა კი ამ ეტაპზე არ ჩანს”, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას გერლიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
    ჩაწერა სახელი
    დაყენდით რა   (29.07.2019)
    გვენეტაძე ღია და ტრანსპარენტულ პოლიტიკას ატარებს. ეროვნულის მანდატი რაც არი იმას მიჰყვება და მორჩა. რაც თქვა გაგიაზრეთ თქვე ერთუჯრედიანებო. საკუთარი უნიჭობა და ნეხვში ცხოვრება რა ამის ბრალია?

    Trader   (27.07.2019)
    Es ra imbecili rojaa sad ipovet es sacodavi gaagatakes xalxi tpu tkven I ocneba s gavkari

    Shpiona   (26.07.2019)
    ეს არის მიზანმიმართული ღალატი და დივერსია საქართველოს და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილი, მიზანმიმართულად, სრული შეგნებით ანხორციელებს ანტიქართულ დივერსიას. ეს არის ერის ღალატი და ბიძინას ადგილი უკვე ნაპოვნია სერგო ორჯონიკიძის გვერდით.

    xxx   (24.07.2019)
    ეს კაცი საქართველოს N1 მტერია, გაიძვერა, მატყუარა და აფერისტი...

    Azrze modit   (24.07.2019)
    Saertod gindat rom saqartvelo daachoqot xelovnurad roqmnit krizis.

    gio   (24.07.2019)
    ეს ნაძირალა დასახვრეტია


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×