სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    23.11.2013

     "ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის" გარდა, პარლამენტი "ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების შემოღების შესახებ" პროექტის განსახილველადაც ემზადება. იგი მიუღებელია იმპორტიორი კომპანიებისთვის, მაგრამ კანონის მიღებას მოუთმენლად ელიან მცირე და საშუალო პროფილის ადგილობრივი ბიზნესმენები.

    მაკა ხარაზიშვილი
    22.11.2013

    ინდუსტრიული თუ ტურისტული ზონების ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ეკონომიკის სამინისტრო ჯერ ვერ ჩამოყალიბებულა, ზონების ტრანსფორმირება უნდა მოხდეს თუ საერთოდ უნდა გაუქმდეს. ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯერ სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ვექტორი და შემდეგ გაირკვევა ბევრი რამ, მათ შორის, ე.წ. ზონების საკითხიც.

    მარი ჩიტაია
    22.11.2013

    ტურიზმის სფეროს სპეციალისტები აღიარებენ, რომ საქართველოში მასობრივი ტურიზმი არ ვითარდება და რეალურად არც არის ამის საფუძველი. სამაგიეროდ, მეტი პოტენციალია ე.წ. მეორად ტურიზმში, რომლის განვითარების მიზნით მთავრობა ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნას აპირებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    21.11.2013

    ბიტუმზე ხარისხის კონტროლის გამკაცრების შემდეგ ლევან სამხარაულის ეროვნულ ბიუროში ნავთობპროდუქტების ექსპერტიზის თანამედროვე ლაბორატორია ამოქმედდა. "რეზონანსის" ინფორმაციით, ხელისუფლებაში სხვა სახის ნავთობპროდუქტების - ბენზინის, დიზელისა და საავტომობილო ზეთის ხარისხის კონტროლის გამკაცრებაც იგეგმება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ექსპერტიზის ბიუროში ნავთობპროდუქტების ლაბორატორია ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი სახელმწიფო სამსახური გახდეს.

    მაკა ხარაზიშვილი
    20.11.2013

     ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ამჯერად კაზრეთში ოქროს საბადოს მუშები გაიფიცნენ. ჯერჯერობით გაფიცულები და საწარმოს ხელმძღვანელები ვერ შეთანხმდნენ. მიზეზი ის არის, რომ თანამშრომლებს ადმინისტრაციის დაპირებების არ სჯერათ.

    მაკა ხარაზიშვილი
    20.11.2013

    შიდა ვალის მოცულობის დადგენასა და მისი გასტუმრების გზებზე სპეციალურად შექმნილი კომისია იმსჯელებს. ქვეყნის შიდა ვალი, დაახლოებით, 1,7 მილიარდი ლარია.

    მარი ჩიტაია
    20.11.2013

    მომავალი წლიდან საქართველოს ახალი სამშენებლო კოდექსი ექნება. მასზე მუშაობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება, ხოლო იანვარში სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო პროექტის საჯარო განხილვა დაიწყება. მიუხედავად იმისა, რომ კოდექსზე მუშაობა თითქმის დასრულებულია, სპეციალისტებმა მის შესახებ თითქმის არაფერი იციან. მშენებლებისა და ექსპერტების აზრი ჯერჯერობით არავის დასჭირვებია.

    მარი ჩიტაია
    19.11.2013

    ბანკები საპროცენტო განაკვეთების დაბალ მაჩვენებელს დიდხანს ვერ შეინარჩუნებენ. საბანკო სფეროს ექსპერტებს აქვთ მოლოდინი, რომ უცხოურ ვალუტაში, განსაკუთრებით კი დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მალე მოიმატებს. ამ ეტაპზე ბანკების საპროცენტო განაკვეთები სესხებზე 13.5%-იანი ნიშნულის მიდამოებშია, რაც საქართველოს საბანკო სექტორისთვის ერთობ დაბალი მაჩვენებელია.

    ელზა წიკლაური
    19.11.2013

      სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებაზე მონოპოლია უქმდება. 1-ლი იანვრიდან ასეთი განცხადებები მხოლოდ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსდება. რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, ჯერჯერობით უცნობია, გამოქვეყნდება თუ არა სატენდერო განცხადებები გაზეთებში. როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, "საქართველოს პრესის ასოციაციის" მიერ მომზადებული კანონპროექტსი განხილვა, რომელიც ტენდერების შესახებ განცხადებების სხვა გამოცემებში გამოქვეყნებას გულისხმობს, უახლოეს პერიოდში მოხდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    19.11.2013

    იპოთეკური სესხებით დაზარალებულების ქონების გაყიდვა გაგრძელდება. ბანკებმა და საფინანსო ორგანიზაციებმა თავისი გაიტანეს და იპოთეკური მორატორიუმი პარლამენტში აღარ განიხილება.

    მარი ჩიტაია
    16.11.2013

    ბოლო რამდენიმე დღეა, ოქრო იაფდება. საერთაშორისო ბაზრებზე წლის დასაწყისიდან ძვირფასი ლითონები თითქმის 25%-ით გაიაფდა, რამაც ადგილობრივ ბაზარზეც ადეკვატური გავლენა მოახდინა. ბოლო 1 თვის განმავლობაში საქართველოში ოქროს ფასი დაახლოებით 10-15%-ით დაეცა, ხოლო წლის დასაწყისიდან დაახლოებით 20%-ითაა გაიაფებული.

    მაკა ხარაზიშვილი
    16.11.2013

    წლევანდელი ეკონომიკური ზრდის გეგმის 2/3-ით ჩავარდნის შემდეგ მთავრობა მომავალს მაინც ოპტიმისტურად უყურებს. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ გაისად ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება. მინისტრის პროგნოზს იზიარებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. "ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ეკონომიკური ზრდის იმედი საერთოდ დაკარგა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×