მაკა ხარაზიშვილი
20.03.2015

 ფინანსთა მინისტრს ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზი არ ეთმობა. ნოდარ ხადური ამბობს, რომ თებერვლის ბიუჯეტის შესრულების მონაცემები იძლევა იმედს, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 4,5% იქნება. "ფიემსი კვლევითი ცენტრის" პროგნოზით, კი ეკონომიკური ზრდა 2%-ს არ გადააჭარბებს და ცენტრი მთავრობას 2015 წლის ბიუჯეტის შემცირებას ურჩევს.

მარი ჩიტაია
19.03.2015

 ლარმა დოლართან მიმართებაში ისევ გადააბიჯა კრიტიკულ ზღვარს. ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 დოლარი 2,2 ლარია. ეროვნული ვალუტა რამდენიმე დღის წინ თითქოს ცოტათი გამყარდა, მაგრამ შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ დაიძრა მაქსიმალური წერტილისკენ. სპეციალისტების ნაწილი ლარის მცოცავ რეჟიმში გაუფასურებას "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას უკავშირებს და ამ პროცესში ისევ ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს.

მაკა ხარაზიშვილი
19.03.2015

 ქართული ხორცისთვის მეზობელი ქვეყნის ბაზარი საბოლოოდ დაიხურა. ფერმერების ინფორმაციით, აზერბაიჯანელ იმპორტიორებს ხორცს მინიმალურ ფასად 1 კილოგრამს 4,5 ლარად სთავაზობენ, თუმცა ამ ქვეყნიდან მოთხოვნა საერთოდ აღარ არის. არადა, წინა წლებში აზერბაიჯანში ხორცის ექსპორტის მკვეთრი ზრდის გამო, ქართველმა ფერმერებმა კრედიტები აიღეს და სახორცე პირუტყვის მოშენება დაიწყეს. ახლა კი მათ ბიზნესს სერიოზული საფრთხე შეექმნა.

მაკა ხარაზიშვილი
18.03.2015

ტრანსანატოლიური ბუნებრივი გაზსადენის (ტანაპის) მშენებლობამ სტარტი აიღო. ყარსში საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის წევრები გაემგზავრნენ. "ტანაპის" გაზსადენის ამოქმედების შემდეგ საქართველოს 800 მლნ კბ/მ, ფაქტობრივად, უფასო გაზი დარჩება.

ელზა წიკლაური
18.03.2015

ლარის დევალვაცია უკვე ჯანდაცვის მიმართულებაზეც აისახა - სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მატების გამო პოლისები გააძვირა. ზრდა ჯერჯერობით არ შეხებია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამას. როგორც სამინისტროში ამბობენ, ამ დროისთვის არც ერთი სერვისი არ გაძვირებულა.

მაკა ხარაზიშვილი
18.03.2015

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგებამ შარშან 80 მილიონ ლარს მიაღწია. ამ ორგანიზაციების მეშვეობით გაღატაკებული მოსახლეობის რიცხვი კი სულ უფრო იზრდება. სპეციალისტები მთავრობას მოუწოდებენ, სწრაფად შეიმუშაოს კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ, რომელიც ამ ველური ბაზრისთვის თამაშის ერთიან წესებს განსაზღვრავს.

მაკა ხარაზიშვილი
17.03.2015

 2004 წლიდან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 2,608 მილიარდი ლარი დაიხარჯა. ამ მიმართულებით ყველაზე დიდი თანხა წელს დაიხარჯება - 645 მილიონი ლარი და სულ ბოლო 11 წელიწადში მოწესრიგებული გზებისთვის გაწეული ხარჯი, დაახლოებით, 3,253 მილიარდ ლარს მიაღწევს. მიუხედავად ამისა, საქართველოში უგზოობა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. სპეციალისტები ამბობენ, რომ დღესაც ქვეყანაში დიდი რაოდენობით უხარისხო ბიტუმი შემოდის და მილიარდობით საბიუჯეტო თანხა წყალში იყრება.

ელზა წიკლაური
17.03.2015

 საკვებსა და პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასის ზრდამ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა უკვე საკმაოდ დაამძიმა. ამაზე მეტყველებს "რეზონანსის" ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგიც, რომლის მიხედვით, ლარის დევალვაციისგან გამოწვეულმა პროდუქციის გაძვირებამ გამოკითხულთა 85,4% დააზარალა, მათგან კი 58% - "ძალიან".

ელზა წიკლაური
17.03.2015

დოლარში სესხის მქონე კლიენტებისთვის პირობების შემსუბუქების იდეის გაჟღერებიდან თითქმის სამი კვირა გავიდა, თუმცა კონკრეტული ციფრი თუ რამდენმა ადამიანმა მიმართა ბანკებს ვალის რესტრუქტურიზაციის თხოვნით, ჯერჯერობით უცნობია. ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ, კომერციული ბანკების ნაწილი კი ამ მონაცემს არ ასაჯაროებს.

მარი ჩიტაია
17.03.2015

სამშენებლო მასალები 20-25%-ით გაძვირდა, ხოლო რეალიზაცია 100%-ით შემცირდა. დიდუბის "გამოფენის ბაზრობის" ტერიტორიაზე მომუშავე ინდმეწარმეები ამბობენ, რომ კრიზისი აქვთ და მუშაობა თითქმის შეუჩერდათ. მათი ინფორმაციით, ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალებზე ფასები მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა, ხოლო ყველა დასახელების იმპორტული საქონელი გაძვირდა.

მაკა ხარაზიშვილი
17.03.2015

 ბათუმის ნავთობტერმინალი პრობლემებს ვერ აუდის. ტერმინალსა და გადამზიდავ კომპანიებს შორის არსებულ დავაში ჩაერთო ეკონომიკის სამინისტრო, საკითხს სწავლობს კონკურენციის სააგენტოც. პორტში შექმნილი ვითარების გამო, ბათუმმა ტვირთის ნაწილი უკვე დაკარგა, პრობლემები შეიქმნა აზერბაიჯანთან. შემოსავლების შემცირებას სამსახურიდან თანამშრომლების დათხოვნა მოჰყვა.

ნატა გიორგაძე
17.03.2015

საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა ისევ შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის თებერვალთან შედარებით, წელს თებერვალში უცხოეთიდან 21,7%-ით ნაკლები თანხა გადმოირიცხა. თუ კლება ასეთი ტემპით გაგრძელდა, გამორიცხული არ არის, რომ წლის განმავლობაში ფულადი გზავნილების მოცულობა დაახლოებით 30-40%-ით შემცირდეს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×