სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    03.12.2013

    "გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების შესახებ" კანონის ამოქმედება ისევ გადაიდო, არადა ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქტის 90%-ზე მეტი გენმოდიფიცირებულია. ქართველ მომხმარებელს კი არ აქვს შესაძლებლობა არჩევანი კარგსა და ცუდს შორის გააკეთოს. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში, მწარმოებელი ვალდებულია პროდუქტში, რომელშიც თუნდაც 0,1% გმო ორგანიზმია, ეტიკეტზე მიუთითოს.

    ელზა წიკლაური
    03.12.2013

    2014 წლიდან სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან კერძო სადაზღვევო კომპონენტი მთლიანად ამოვარდება და ის ბენეფიციარები, რომლებიც დღეს კერძო სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით სარგებლობენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაერთვებიან. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა ამ დრომდე კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყება სახელმწიფო პროგრამებიდან სადაზღვევოების გამოთიშვა, უცნობია. ჯანდაცვის სამინისტროში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს ეტაპობრივად მოხდება.

    ნატა გიორგაძე
    03.12.2013

    უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, თუმცა მისი განვითარება და პროფილის შენარჩუნება რთული. ხშირად, ახლადშექმნილი საწარმო მალევე უქმდება, უკეთეს შემთხვევაში კი პროფილს იცვლის და სულ სხვა მიმართულებით იწყებს მუშაობას. იმისათვის, რომ ბიზნესის განვითარებას ხელი შეეწყოს, ეკონომიკის სამინიტრო ე.წ. სტარტაპების დასახმარებლად ახალი პროგრამის დაწყებას გეგმავს და სპეციალურ სააგენტოს ქმნის.

    მაკა ხარაზიშვილი
    30.11.2013

     ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობის გამარტივებით ქართველი მომხმარებელი 1%-იან სარგებელს მიიღებს. კერძოდ, შაქარი თუ 1,60 ლარი ღირს 1,58 ლარამდე გაიაფდება, ფქვილის ფასი 37 ლარიდან 36,63 ლარამდე დაიკლებს. 800-ლარიანი ტელევიზორი 792 ლარი ეღირება, 5000-დოლარიანი ავტომობილი კი - 4950 დოლარი. ეს ყველაფერი ვინმეს ხუმრობა არ ეგონოს, ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობა სწორედ ასეთი "პროგრესის" მომტანი იქნება.

    ელზა წიკლაური
    30.11.2013

    სოფლის მეურნეობის მასშტაბური პროგრამების ფონზე, ქვეყანაში აგროდაზღვევის საკითხი ისევ გაურკვეველია. მთავრობაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ აგროდაზღვევა იქნება და პროექტზე მუშაობა 2014 წლიდან დაიწყება. პროგრამის დაწყებას მისასალმებელს უწოდებენ დარგის ექსპერტები, თუმცა თვლიან, რომ მისი განხორციელება ერთიანი აგროსაკრედიტო სისტემის გარეშე ვერ მოხდება.

    მარი ჩიტაია
    29.11.2013

    ქართველი ფერმერების დიდ უმრავლესობას ბიოწარმოებისთვის შესაბამისი პირობები არა აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ წარმოებულ პროდუქტზე სერტიფიცირების მოთხოვნა მათ მდგომარეობას გააუარესებს და ფასებს გაზრდის. ჩვეულებრივი წარმოებიდან ბიოწარმოებაზე გადასასვლელად ფერმერები დროს ითხოვენ და აცხადებენ, რომ ამ პროცესს მინიმუმ 3 წელიწადი სჭირდება. მათი აზრით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს "ბიო" და უვნებელი პროდუქტი, რომელთაგან პირველი ფუფუნებაა, ხოლო მეორე - აუცილებლობა.

    მარი ჩიტაია
    28.11.2013

    ლარის კურსის ვარდნამ ბაზრის გარკვეულ სეგმენტში ფასების ზრდა გამოიწვია. საფასო ცვლილება განსაკუთრებით ფარმაცევტულ ბაზარს დაეტყო. ვისაც მედიკამენტების ყიდვა ხშირად უწევს, შეატყობს, რომ სააფთიაქო ქსელში წამლის ფასმა მოიმატა, რაც მიმდინარე სავალუტო ცვლილებებთან პირდაპირ კავშირშია. ლარის ვარდნამ ხელი შეუშალა საწვავის გაიაფებასაც, რაც საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე მოვლენების გამო, მოსალოდნელი იყო.

    მაკა ხარაზიშვილი
    28.11.2013

    დაახლოებით ორთვენახევარში ხვნა უნდა დაიწყოს, საქართველოში კი საკმარისი ტექნიკის არსებობა ისევ პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ წელს, გაზაფხულზე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხვნა-თესვის მშვიდობიანად ჩატარებისთვის ძალ-ღონე არ დაიშურა, რამდენიმე სოფელში, ტექნიკის დეფიციტის გამო, გამგებლებს თანასოფლელები აუჯანყდნენ. ამიტომაც სოფლის მეურნეობის 2014 წლის ბიუჯეტიდან სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციისა და ტექნიკის შემოყვანისთვის 113 მილიონ ლარზე მეტი გაიწერა.

    მარი ჩიტაია
    27.11.2013

    მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წლის სამი კვარტალის განმავლობაში ქვეყნიდან 34 მილიონ 340 ათასი დოლარის ცოცხალი საქონელია გაყვანილი. შარშანდელთან შედარებით, ექსპორტი 15,8%-ითაა გაზრდილი. ცოცხალი საქონლის ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა აზერბაიჯანში.

    მაკა ხარაზიშვილი
    27.11.2013

    დარეგისტრირებულია კაიმანის კუნძულებზე, ფლობს სუბიექტი ჰონგ-კონგიდან - თანაინვესტირების ფონდის მიმართ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გაჩნდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ ჩატარებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ფონდის ინვესტორების ნაწილს საეჭვო საქმიანი რეპუტაცია აქვს.

    ელზა წიკლაური
    26.11.2013

    საქართველო მაღალი ენერგოტარიფებით არა მარტო სამეზობლოში, არამედ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ლიდერია. სამეზობლოში ერთადერთი, სადაც ჩვენთან შედარებით ბუნებრივი აირიც ძვირია და ელექტროენერგიაც, თურქეთია, თუმცა აქაც ტარიფებს შორის სხვაობა მინიმალურია. როგორც ექსპერტები ამბობენ, იმის რესურსი, რომ მოსახლეობას სატარიფო ტვირთი მეტ-ნაკლებად კიდევ შეუმსუბუქდეს, ქვეყანას რეალურად გააჩნია და ეს ტარიფის სუბსიდირება ან თუნდაც დღე-ღამის ტარიფის დაწესებაა. ასეთ ხერხს არა მარტო ენერგომწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები, არამედ სატრანზიტო ქვეყნები, მათ შორის, უკრაინა და ბელორუსიც მიმართავენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.11.2013

    დაგვიანებით ჩატარებული ტენდერების გამო, ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გაწერილი ფული სრულად ვეღარ იხარჯება. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს აღარ მოუწევს იმაზე ფიქრი, საგადასახადო შემოსავლებში დეფიციტი როგორ შეავსოს. ამიტომაც, ექსპერტების განცხადებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაზოგილი თანხა სოციალურ ხარჯებზეც გადანაწილება და სახელმწიფო ხაზინაში დამატებითი ფულიც დარჩება.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved