სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    31.12.2013

    წლეულს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი მცირე ლა საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა იყო. ამ ბიზნესს ახალი სამუშაო ადგილები უნდა შეექმნა. სტატისტიკური მაჩვენებელი კი ცხადყოფს, რომ ქვეყანაში დასაქმების დონე არ შეცვლილა. აღმოჩნდა, რომ წელს ბიზნესის მხარდასაჭერად სხვადასხვა პროექტები მზადდებოდა და ხალხის დამსაქმებელ ბიზნესს გაისად ეშველება.

    ელზა წიკლაური
    31.12.2013

    2013 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც ახალმა მთავრობამ განახორციელა - საყოველთა ჯანდაცვის პროგრამაა. პროგრამის ამოქმედებამ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მანამდე სამედიცინო სადაზღვევო მომსახურებით არ სარგებლობდნენ, შესაძლებლობა მისცა, რომ სამედიცინო დაწესებულებებში როგორც ამბულატორიული, ასევე გადაუდებელი და გეგმიური სტაციონარული მომსახურება მიეღოთ.

    მარი ჩიტაია
    31.12.2013

    საახალწლოდ თბილისურ რესტორნებს მომხმარებელი შემოაკლდათ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ამჯერად იშვიათი შემთხვევაა, როდესაც წინასაახალწლოდ რესტორნების უმეტესობას შეკვეთები შეუმცირდა.

    ელზა წიკლაური
    28.12.2013

    ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გააქტიურება, შერბილებული მონეტარული პოლიტიკა, იმპორტის ზრდა, ტურისტული ნაკადის დროებით შემცირება - ეს მიზეზები დაასახელა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ლარის კურსის დაცემის მთავარ ინდიკატორებად. მისი არგუმენტები სპეციალისტებმა არადამაჯერებლად მიიჩნიეს.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.12.2013

    ლარი დიდი სისწრაფით ისევ დაბლა დაეშვა. წინასაახალწლოდ მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. გაქცეულ ლარს მიყოლილი ფასები ბევრ ადამიანს დატოვებს საახალწლო სამზადისის გარეშე. არადა, დეკემბერში ლარზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად, როდესაც ლარი ამ მოთხოვნის პირობებშიც კი უფასურდება, რაღა იქნება იანვარში? გამოდის, რომ 2014 წლიდან კურსის კიდევ უფრო მკვეთრ ვარდნას უნდა ველოდოთ.

    მაკა ხარაზიშვილი
    26.12.2013

    საერთაშორისო აეროპორტი, ფოთის ნაცვლად, ანაკლიაში აშენდება. მდებარეობის შეცვლის მიზეზი ჭაობი გახდა, ამასთანავე ფოთის ინდუსტრიულმა ზონამაც არ გაამართლა და იქ აეროპორტმა ფუნქცია დაკარგა. ანაკლიაში კი საერთაშორისო აეროპორტი საერთაშორისო პორტის გვერდით აშენდება.

    მარი ჩიტაია
    26.12.2013

    ზამთრის სეზონს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები არათანაბარ პირობებში ხვდებიან. ყველაზე მეტი აქტიურობა შეიმჩნევა გუდაურში, სადაც სასტუმროების უმეტესობა აპრილამდეა დაჯავშნული. შემკვეთების უმეტესობა არიან უცხოელი ტურისტები, რომლებმაც საახალწლოდ გუდაურის სასტუმროებში ადგილები ჯერ კიდევ ნოემბერში დაჯავშნეს.

    მარიამ აფციაური
    26.12.2013

    "ბელავია" ახალ 2014 წელს სიახლეებით შეხვდება. რამდენიმე თვის წინათ ავიაპარკს ორი თვითმფრინავი დაემატა. გარდა ამისა, მოხდა ახალი ბაზრის, ვილნიუსის მიმართულების ათვისება. როგორც "რეზონანსს" ავიაკომპანიის დირექტორმა ვახტანგ მეზურნიშვილმა განუცხადა, ფრენა ამჟამად კვირაში სამჯერ ხორციელდება. 2014 წლის პირველი კვარტალიდან კი სიხშირე გაიზრდება და რეისები ყოველდღიურად შესრულდება.

    მარი ჩიტაია
    25.12.2013

     საწვავის ფასი ლარის კურსის ვარდნის გამო იზრდება. ეს დაადასტურეს როგორც ნავთობკომპანიების, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. რადგან ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს, ნავთობპროდუქტების შემდგომ გაძვირებასაც უნდა ველოდოთ.

    მარი ჩიტაია
    25.12.2013

    რაიონებში მცხოვრები მოსახლეობა განსაკუთრებულ თადარიგს იჭერს, რომ წინასაახალწლოდ სარფიანად ივაჭროს. ვინც მეტი მოსავალი მიიღო, რეალიზაციისთვის დედაქალაქის აგრარულ ბაზრებს ირჩევს, ზოგი უახლოეს სავაჭრო ობიექტებში ყიდის და ზოგიც - ადგილზე. სამეგრელოში ყველაზე მეტი რაოდენობის ხალხი სიმინდს, რძის ნაწარმსა და ხორცეულს ყიდის, გურიაში იმედს ციტრუსზე ამყარებენ; იმერეთში მოსახლეობა ჩირის, თაფლისა და ყველის რეალიზაციას აპირებს; რაჭველებიც ჩირის, ნიგვზისა და ხორცეულის გაყიდვას ცდილობენ, კახელები ღვინოსა და ჩურჩხელების მარაგს ადგილზეც ყიდიან და დედაქალაქშიც ჩამოაქვთ.

    მაკა ხარაზიშვილი
    24.12.2013

    დამსაქმებლებმა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე თავის ასარიდებლად გამოსავალი იპოვეს. ისინი ხელფასებს ამცირებენ და ზეგანაკვეთური თანხის დამატებისას ზუსტად იმდენს იხდიან, რამდენსაც მანამდე იხდიდნენ. დასაქმებული კი სამსახურის დაკარგვის შიშით ხმას ვერ იღებს.

    ელზა წიკლაური
    24.12.2013

     საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასი მნიშნელოვნად გაიზარდა. დაახლოებით 200-300%-ით გაძვირდა კარტოფილი, 1,5-2 ლარით მოიმატა ფასმა მწვანილზე, 50%-ით გაძვირდა ლობიო, ერთი კილოგრამი ყველის ფასი 6-7 ლარიდან 8-10 ლარამდე გაიზარდა. ექსპერტები პროდუქტებზე ფასების ზრდას, ერთი მხრივ, სეზონურობას, მეორე მხრივ, კი პროდუქციის დეფიციტს უკავშირებენ. მათი აზრით, მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო, მაღალი ფასები მხოლოდ ახალ წლამდე შენარჩუნდება, იანვრიდან კი ისევ შემცირდება.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×