სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    21.01.2014

    2013 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში ტვირთბრუნვა 3,3%-ით შემცირდა. თუ 2012 წლის იანვარ-ნოემბერში სატრანსპორტო სფეროში გადაზიდული ტვირთის საერთო რაოდენობა 44,7 მლნ ტონა იყო, 2013 წლის 11 თვეში გადაზიდული ტვირთის საერთო მოცულობამ 43,2 მლნ ტონა შეადგინა. ტვირთბრუნვის შემცირებაში ყველაზე დიდი წილი კი (9,7%) "საქართველოს რკინიგზაზე" მოდის. ოფიციალური მონაცემებით, 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, რკინიგზამ თითქმის 1,8 მლნ ტონით ნაკლები ტვირთი გაატარა.

    ელზა წიკლაური
    21.01.2014

    2013 წელს ეკონომიკა მხოლოდ 3,1%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლის მიღწევაც 2012 წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში გაზრდილი ეკონომიკის შედეგად მოხდა. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ - 4,1%, ნოემბერში - 8,1%, ხოლო დეკემბერში - 8,5% შეადგინა. რაც შეეხება 2014 წელს, მთავრობა 5%-იან ზრდას ელოდება, რასაც ჯერჯერობით ყველა რეალურად მიიჩნევს.

    მაკა ხარაზიშვილი
    21.01.2014

    ექსპერტები მთავრობას "სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოს" შექმნისკენ მოუწოდებენ. საბჭოს მიზანი, ინვესტორების პრობლემის სწრაფი მოგვარება უნდა იყოს. ძირითადად, საუბარია მსხვილ ინფრასტრუქუტრულ და ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლის დასაწყებად ინვესტორს ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო პრობლემები ექმნება. ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება განვიხილოთ "ხუდონჰესი", რომლის ასაშენებლად გარემოს დაცვის სამინისტრო ინვესტორს ნებართვას არ აძლევს იმ მოტივით, რომ ელექტროსადგურის ასაშენებლად მომზადებული გარემოს დაცვის შეფასების დოკუმენტი არასრულყოფილია.

    მარი ჩიტაია
    21.01.2014

    მეცხვარეთა ასოციაცია ხელისუფლებისგან მოითხოვს, რომ საძოვრებზე დაწესებული გადასახადები გადაიხედოს. ამ მოთხოვნით, ასოციაციამ რამდენიმე კვირის წინ სპეციალური კონფერენციაც მოაწყო. დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავრობა მეცხვარეობაში არსებული საკითხით დაინტერესდა და მეცხვარეებს დახმარებასაც შეჰპირდა.

    მარი ჩიტაია
    21.01.2014

    დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა კივისა და ფეიხოას რეალიზაციით უკმაყოფილოა. სამეგრელოსა და გურიაში ხალხმა მოსავალი მიზერულ ფასად გაყიდა, ხოლო აფხაზეთში ამ ხილის გასაღება საერთოდ ვერ მოხერხდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოჭის ოლიმპიადის გამო, ფსოუზე საზღვრის ჩაკეტვამ რეალიზაციის სერიოზული პრობლემა შექმნა. ადგილზე ფეიხოსა და კივის გაყიდვა შეუძლებელი იყო, ხალხმა ვერც მათი გატანა მოახერხა და თითქმის მთელი მოსავალი დალპა.

    მაკა ხარაზიშვილი
    21.01.2014

    წლის განმავლობაში კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზრდება. ექსპერტების პროგნოზით, დაწყებული ინფლაცია კრედიტების გაძვირების წინაპირობაა. ამასთანავე, 12 თებერვალს ეროვნული ბანკი, სავარაუდოდ, რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის, შესაბამისად, ამ განაკვეთზე მიბმული სესხები კიდევ უფრო გაძვირდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    18.01.2014

    ლარისადმი ძლივს მოპოვებული ნდობა ისევ იკარგება. ექსპერტების ვარაუდით, დოლარიზაციის შემცირებული კოეფიციენტი ისევ გაიზრდება, ვინაიდან თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა, ყველა ეცდება, დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში გადაიტანოს.

    მარი ჩიტაია
    18.01.2014

    კერძო იპოთეკარებზე სესხის გაცემის პირობებს ამიერიდან კანონმდებლობა განსაზღვრავს. ახალი რეგულაციები დაზარალებულ იპოთეკარებს არ შეეხება და მხოლოდ მომავალში დასადებ სასესხო ხელშეკრულებას მოიცავს.

    მარი ჩიტაია
    17.01.2014

    თბილისის სუპერმარკეტების ნაწილში რძის ნაწარმზე ფასმა თვალსა და ხელს შუა მოიმატა. "სოფლის ნობათი", რომელიც მაღაზიებში 2,80 ლარამდე ღირდა, 3,35 ლარამდე გაძვირდა. გაძვირდა "სანტეს" თითქმის ყველა დასახელების პროდუქტიც.

    მაკა ხარაზიშვილი
    17.01.2014

    ლარის კატასტროფული ვარდნა გრძელდება. გუშინ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულმა ლარის კურსმა მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო. 1 დოლარი უკვე 1,76 ლარია. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი დოლარი 1,77-1,78 ლარად იყიდება. ეკონომისტების გათვლებით, ლარის "გაუფასურების რეზერვი" კიდევ არსებობს და ამ პროცესის ერთ-ერთი მიზანი ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზებაა.

    მაკა ხარაზიშვილი
    17.01.2014

    ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხები მოცულობა კატასტროფულად გაზარდა. ბანკს აუქციონზე, ყოველკვირა, 300-400 - მილიონიანი სესხები გააქვს. ეს ფული, როგორც წესი, 3-4 მსხვილ კომერციულ ბანკს მიაქვს. სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული სესხი სპეკულაციისთვის გამოიყენება. არც ის არის გამორიცხული, რომ ბანკებს ლიკვიდურობის პრობლემა ჰქონდეთ.

    მარი ჩიტაია
    16.01.2014

    აპრილიდან აზერბაიჯანში 2001 წლამდე გამოშვებული ავტომანქანების იმპორტი ვეღარ განხორციელდება. აზერბაიჯანული მხარე სატრანსპორტო საშუალებებზე ეკოლოგიური სტანდარტის ევრო-4-ის დაწესებას სწორედ ამ პერიოდიდან ცდილობს, რაც ქართველ ავტოიმპორტიორებს ახალ თავსატეხს გაუჩენს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×