ელზა წიკლაური
25.03.2014

2013 წლის იანვარ-თებერვალში კომერციული ბანკების მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 85%-ით გაიზარდა. თუ შარშან იანვარ-თებერვალში ბანკების მოგება 42,3 მლნ ლარი იყო, წელს ამ ციფრმა 78,09 მლნ ლარი შეადგინა. კომერციული ბანკების თითქმის გაორმაგებულ მოგებას ექსპერტთა ერთი ნაწილი ბანკების პორტფელის რაციონალურად მოწყობას უკავშირებს. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ბანკების მოგების გაზრდა ინფლაციამ და სავალუტო რყევებმა გამოიწვია.

მაკა ხარაზიშვილი
25.03.2014

ბოლო ერთ წელიწადში კახეთში ვენახების ფასი გაორმაგდა. 1 ჰექტარი ვენახი 10-12 ათასი ლარი ღირს. 5 წლის წინ 1 ჰა ვენახის ღირებულება 2800-3200 ლარი იყო. ვენახის გაძვირება შარშან ყურძნის მაღალმა ფასმა გამოიწვია.

მაკა ხარაზიშვილი
25.03.2014

წელს საქართველოს მთავრობა ყველაზე ძვირადღირებულ არჩევნებს ჩაატარებს. პირველად, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 54,5 მილიონი ლარი გაიწერა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დაფინანსების საკითხები უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს გაიმართება.

მარი ჩიტაია
25.03.2014

ბოლო ერთი თვეა, დედაქალაქის გარეუბნებში, კერძოდ კი, იმ ტერიტორიაზე, სადაც "ხრუშჩოვკებია", ბინები ძვირდება, მათ შორის, "ხრუშჩოვკებიც". ერთ-ერთი ვერსიით, საფასო ცვლილების მიზეზი გახდა საკრებულოს ახალი ინიციატივა, რომელიც ამ შენობების ახლით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

მაკა ხარაზიშვილი
25.03.2014

თბილისელების უმეტესობა ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტომობილებს სახიფათოდ მიიჩნევს. სპეციალისტების აზრით კი, თუკი უსაფრთხოების ნორმები დაცულია, ბენზინისძრავიანი ავტომობილების გაზზე გადაყვანა საფრთხის შემცველი არ არის. პრობლემაა უფრო ისაა, რომ საქართველოში უსაფრთხოებას არად დაგიდევენ, ავტომფლობელები რისკზე მიდიან.

ელზა წიკლაური
22.03.2014

რუსეთზე წნეხი იზრდება და ამ ქვეყნის ეკონომიკაც უკვე რყევას იწყებს. რამდენს გაუძლებს ეს ქვეყანა თუ კი ამერიკა და ევროპა სანქციებს გაამკაცრებენ და საბოლოოდ ჯამში ემბარგოსაც დაუწესებენ? ქართველი ექსპერტები თვლიან, რომ მოსკოვს საკმაო რესურსი აქვს იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა დიდხანს შეინარჩუნოს. საბოლოო ჯამში, რუსეთის "მოთვინიერებას" 5-7 წელი მაინც დასჭირდება.

მარი ჩიტაია
22.03.2014

არჩევნებიდან არჩევნებამდე სარეკლამო ბაზარზე ვითარება უცვლელია. ამჯერადაც ყველაზე მეტი მოლოდინი სწორედ არჩევნებს უკავშირდება, თუმცა ბოლო დროს სარეკლამო ბიზნესს არც ამ მხრივ უმართლებს.

მარი ჩიტაია
21.03.2014

პარლამენტი "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის კანონს" დაჩქარებული წესით განიხილავს. ხელისუფლების აჩქარების მიზეზი, როგორც ითქვა, მსოფლიო ბანკის მოთხოვნა გახდა.

ელზა წიკლაური
21.03.2014

ქვეყნის მთავარი ფინანსისტის პროგნოზი ისევ არ გამართლდა - 2013 წელს ეკონომიკა ნაცვლად დაანონსებული 3,5%-ისა, 2,5%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შარშან მთლიანი შიგა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 26 824,9 მლნ ლარი შეადგინა, რაც სწორედ 2,5%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მაკა ხარაზიშვილი
20.03.2014

"თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონი პირველი აპრილიდან ამოქმედდება. პარლამენტი კანონპროექს დაჩქარებული წესით განიხილავს. ეს ინფორმაცია ყოფილი პრემიერის სატელევიზიო ინტერვიუს შემდეგ გახდა ცნობილი. ამ ეტაპზე კანონპროექტს რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს.

მაკა ხარაზიშვილი
20.03.2014

პურის ქარხნები გაზის გაძვირებას არ ადასტურებენ. კომპანია "სოკარში" აცხადებენ, რომ გაზის ტარიფი არ შეცვლილა და მისი კორექტირება არც მომავალში იგეგმება.

მარი ჩიტაია
20.03.2014

თხილის ნერგებზე მოთხოვნამ ერთბაშად მოიმატა. ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოსახლეობა თხილის მოშენებით ინტერესდება.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×