სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ ხიდაშელი
    23.09.2010

      რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა სტაბილურად და მკვეთრად მყარდება, თუმცა სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ წლის ბოლოსთვის, როდესაც იმპორტის წილი ბაზარზე კიდევ უფრო გაიზრდება, ლარი გაუფასურებას დაიწყებს. გარდა ამისა, ექსპერტები იმასაც მიუთითებენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ევრო პოზიციებს იმაგრებს, შესაბამისად, ევროპის ვალუტა მყარდება, როგორც დოლართან ისე ლართან მიმართებაში.

    მარი ჩიტაია
    18.09.2010

      სიმინდის მოსავალს ქართველი გლეხები უახლოეს დღეებში დააბინავებენ. შარშანდელთან შედარებით, ჭირნახულის რაოდენობა გამესამედებულია. შარშან სიმინდის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 98 პროცენტი შეადგინა. სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტები წელს მოსავლის 40 პროცენტამდე შემცირებას ვარაუდობენ. ესეც, რა თქმა უნდა, "უკეთეს შემთხვევაში", რადგან სიმინდის დიდი ნაწილი გარდა გვალვებისა, მავნებლებმაც გაანადგურა.

    მარი ჩიტაია
    17.09.2010

      ბოლო პერიოდში ქართული კომპანიები ბანკების საკრედიტო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და გაყიდვების გაუარესებაში სწორედ ამ სექტორს სდებენ ბრალს. საყვედური ბანკების მიმართ ამ რამდენიმე დღის წინათ უცხოელი ინვესტორების მხრიდანაც გამოითქვა. მათი განცხადებით, ქართულ საბანკო სექტორში არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები ინვესტიციების მოზიდვას და სავაჭრო სექტორის გააქტიურებას ხელს უშლის. ინვესტორები თვლიან, რომ მაღალბიუჯეტიან პროექტებს სესხის სახით მხარდაჭერა სჭირდება, ურომლისობაც საქართველოში ფულადი ნაკადების შემოდინებას სერიოზულად აფერხებს.

    მაკა ხარაზიშვილი
    16.09.2010

      თურქი ბიზნესმენები საქართველოს სოფლის მეურნეობის ათვისებას აპირებენ. საქართველოს ხელისუფლების მოწვევით თბილისში იზმირის სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელობით თურქი ბიზნესმენები ჩამოვიდნენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    15.09.2010

      13 აპრილს დადებულმა შეთანხმებამ "გათხევადებული ბუნებრივი გაზისა და მისი ტრანსპორტირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" სტარტი აიღო. გუშინ, ბაქოში საქართველო, აზერბაიჯანი და რუმინეთი ფპკშ (ფჭუკიფშოფტ-პუწკპშფ-კწქფტშფ შტეუკსწტტუსეწკ), პროექტის ფარგლებში ერთობლივი საწარმოს შექმნაზე შეთანხმდნენ. ევროპას გაზით ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით მოამარაგებენ.

    მაკა ხარაზიშვილი
    15.09.2010

      მთავრობამ ბიზნესმენები კიდევ ერთხელ გააცურა. ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით 18-19 სექტემბერს ბიზნესმენებთან შეხვედრა და სადავო საკითხების კიდევ ერთხელ შეჯერება უნდა მომხდარიყო, თუმცა ორშაბათის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაქრაძემ ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ ახალ საგადასახადო კოდექსს პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს პარასკევს უყრიდა.

    მარი ჩიტაია
    10.09.2010

      საქართველოს სავაჭრო სექტორში არსებული მდგომარეობა, წლის მეორე კვარტლის შედეგებით, გაუმჯობესებულად გამოიყურება. თუ ოფიციალურ მონაცემებს დავეყრდნობით, გაზრდილია როგორც საწარმოთა მთლიანი ბრუნვის მაჩვენებელი, ასევე სავაჭრო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი თვიური ხელფასი.

    მაკა ხარაზიშვილი
    10.09.2010

      საქართველოს კონკურენტუნარიანობის რეიტინგში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს. ამ მიმართულებით გვისწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არის აზერბაიჯანი, რუსეთი, ყაზახეთი. მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა აჩვენა, რომ სინგაპურის გზით მიმავალი ქვეყანა განვითარების ყველა მიმართულებით მაჩანჩალაა. ამ რეიტინგწი სინგაპური ერთ-ერთი პირველია, საქართველო კი - 93 ადგილზეა. შარშან საქართველო 90-ე ადგილს იკავებდა, მთავრობის პოზიტიური განცხადებების მიუხედავად, ქვეყანის განვითარების მაჩვენებელი უარესდება.

    მაკა ხარაზიშვილი
    09.09.2010

      ქართული ობიექტებით ინვესტორები ისევ ნაკლებად ინტერესდებიან, შესაბამისად, საპრივატიზაციო პროცესი არც ისეთი სისწრაფით მიმდინარეობს, როგორზედაც ხელისუფლება საუბრობდა. ის, რომ სახელმწიფო ქონების გაყიდვა არც ისე მარტივია, ეკონომიკის მინისტრის ბრძანებულებაც მიუთითებს, რომლის მიხედვითაც არარეალიზებული ქონების ხელახალ აუქციონზე გატანის ერთწლიანი რეჟიმი გაუქმდება. ექსპერტების განცხადებით, ეს ბრძანებულება ყველა ობიექტს არ უნდა შეეხოს და მასში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რა ტიპის ობიექტებზეა საუბარი. გარდა ამისა, იგი კანონთან შეუსაბამობაშია, რომლის მიხედვითაც, თუ ქონება არ იყიდება იგი შემცირებული ფასით მომდევნო აუქციონებზე უნდა გავიდეს.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.09.2010

      ივლისში ეროვნულ ბანკს კურსის შესანარჩუნებლად სავალუტო აუქციონები აღარ ჩაუტარებია, თუმცა კომერციული ბანკების ლიკვიდობის მართვის ხელშეწყობის მიზნით, გრძელდებოდა სადეპოზიტო სერტიფიკატების ემისია.

    ნატა გიორგაძე
    07.09.2010

      "ნაბუკოს" პროექტის მიმართ ინტერესი იზრდება. უკვე ცნობილია, რომ პროექტს მსოფლიოს წამყვანი ბანკები 4 მილიარდ ევროს გამოუყოფენ. ამასთან, რამდენიმე კვირის წინათ გავრცელდა ცნობებიც, რომ პროექტით არაბული აბუ-დაბის სახელმწიფო კორპორაცია "აიპიაისიც" დაინტერესდა. თუმცა, ამის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ყაზახეთმა და თურქმენეთმა "ნაბუკო"-ში გაზის გატარებაზე უარი განაცხადონ.

    მარი ჩიტაია
    03.09.2010

      საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მეორე კვარტლის შედეგები ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა სამთავრობო გუნდი ამ პერიოდში შემოსული ინვესტიციების მონაცემებზე ღიად საუბრობს. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ციფრი დაგეგმილ მაჩვენებლებს ბევრად სცილდება და ამ კუთხით სრულიად უიმედო პერსპექტივაა. სამაგიეროდ, ბევრად იმედიანია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომლის განცხადებითაც, ინვესტიციების მოცულობა წლის მეორე კვარტალში 196 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც პირველი კვარტლის მაჩვენებელს ბევრად აღემატება. საერთო ჯამში, 2010 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა 274 მილიონ დოლარით განისაზღვრა.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter