მაკა ხარაზიშვილი
08.03.2014

ეროვნულ ბანკს ფინანსური მონიტორინგის ფუნქციას ჩამოართმევენ. შეიძლება ეს სამსახური ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გადავიდეს. ექსპერტები ამ ცვლილებას ეწინააღმდეგებიან და განმარტავენ, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ეროვნული ბანკის ფუნქციები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.

მაკა ხარაზიშვილი
07.03.2014

წლეულს ხორბლის მოსავალი, სავარაუდოდ, გაორმაგდება. პირველად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ხორბალი 80 ათას ჰექტარზე დაითესა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მოსავალი მინიმუმ 160 ათასი ტონა იქნება.

ელზა წიკლაური
07.03.2014

1-ლი აპრილიდან აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომანქანების იმპორტი ვეღარ განხორციელდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში სატრანსპორტო საშუალებებზე ეკოლოგიური სტანდარტი - "ევრო-4" სწორედ იმ პერიოდიდან ამოქმედდება. ცნობილია ისიც, რომ ახალი სტანდარტი მხოლოდ ახალჩამოყვანილ ავტომანქანებზე გავრცელდება, ძველ მანქანებს კი შეზღუდვა არ დაუწესდება.

მარი ჩიტაია
06.03.2014

საძოვრების პრობლემა წელსაც მწვავე იქნება. გაზაფხულის დადგომამ გლეხებს ძველი თავსატეხი გაახსენა. წინა ხელისუფლების დროს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასხვისებამ პრობლემა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შექმნა. ბოლო წლების განმავლობაში საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით გლეხების პროტესტი მასშტაბური იყო, თუმცა რეალური შედეგი მას დღემდე არ მოჰყოლია.

ელზა წიკლაური
06.03.2014

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სადამსჯელო ღონისძიების გატარებას გეგმავს. საქმე ეხება ძველ, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობაში კარგად ნაცნობ "გაზის ომს". მოსკოვმა კიევს ბუნებრივი აირის დავალიანების სასწრაფოდ დაფარვა უკვე მოსთხოვა, აპრილიდან კი გაზის ფასზე მიღწეულ შეთანხმებასაც გააუქმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინა რუსეთისგან 1000 კბ/მ ბუნებრივ აირს არა 268, არამედ 400 დოლარად შეიძენს.

მაკა ხარაზიშვილი
04.03.2014

წლის ბოლოს ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აგარამდე უნდა ჩავიდეს. გეგმა ასეთია. ამ მონაკვეთზე გავლისას კი შთაბეჭდილება რჩება, რომ თვეების განმავლობაში ერთი ადგილი იტკეპნება და მშენებლობა რუისს ვერ გასცდა. ფაქტია, რომ მაგისტრალის მშენებლობა ვერც ახალმა ხელისუფლებამ დააჩქარა. რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შარშანდელი დანაპირები ვერ შეასრულა და წლევანდელი ტემპიც სახარბიელო არ არის.

მარი ჩიტაია
04.03.2014

სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ებისა და სსიპ-ებში მომუშავე პირთა ხელფასები გადაიხედება. პრემიერ-მინისტრმა ბრძანება უკვე გასცა, კონკრეტული დეტალები კი, სავარაუდოდ, ეკონომიკური საბჭოს მორიგ სხდომაზე გახდება ცნობილი. ღარიბაშვილის ამ ინიციატივას დადებითად აფასებენ ექსპერტები და თვლიან, რომ სსიპ-ებსა და შპს-ებში ხელფასი იმის მიხედვით უნდა განისაზღვროს თუ რა სამუშაოს ასრულებენ ისინი და რა შედეგი მოაქვს მათ მოღვაწეობას. მათიე აზრით, ასეთ უწყებებში დასაქმებულების ხელფასი მინისტრის მოადგილის თანამდებობრივ სარგოს არ უნდა აღემატებოდეს.

მაკა ხარაზიშვილი
04.03.2014

"ენგურჰესის" ელექტროენერგია თურქეთში 7,5 ცენტად გაიყიდება. მინიმალური სხვაობით იყიდის საკუთარი რესურსით წარმოებულ ელექტროენერგიას საქართველოს მოსახლეობა "ხუდონჰესისგან" - 6 ცენტი. გარდა მაღალი ფასისა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ისიც აღელვებს, ვინ აშენებს ამ უზარმაზარ ჰესს, რომელსაც ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით განსაკუთრებული როლი ენიჭება. ხუდონის მშენებელი "ტრანს ელექტრიკა ლიმითედის" შესახებ ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია.

მარი ჩიტაია
03.03.2014

ევროზონასა და საქართველოში უმუშევრობის ზოგადი მაჩვენებელი ერთმანეთს დაუახლოვდა, თუმცა ერთ სულზე გადააგშარიშებით საქართველოში უფრო მძიმე მდგომარეობაა. ევროზონაში უმუშევრობამ - 12%-ს მიაღწია, საქართველოში კი ოფიციალური მონაცმებით, უმუშევრობა 15%-მდე დავიდა.

ელზა წიკლაური
01.03.2014

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარში მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდამ 7.8%-ს მიაღწია. შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მიერ რამდენიმე დღის წინ გახმოვანებული პროგნოზი, რომ ეკონომიკური ზრდა 8%-ს მიაღწევდა, გამართლდა. ქვეყნის მთავარი ფინანსისტის პროგნოზსა და ოფიციალურ მონაცემებს შორის ცდომილებამ მხოლოდ 0,2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ბიუჯეტში მშპ-ის რეალური ზრდის პროგნოზი - 5%-ით განისაზღვრა.

მარი ჩიტაია
01.03.2014

ბოლო ათი დღეა, საერთაშორისო ბაზრებზე ოქრო ძვირდება. წელს გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ძვირფასეულობის ქართული ბაზარი საერთაშორისო ტენდენციას ადეკვატურად პასუხობს. როგორც წესი, ოქროს ფასი საქართველოში თვითდინებაზეა და საერთაშორისო ბაზრის მოვლენებს იშვიათად ეხმიანება. ისიც მაშინ, როცა ფასი, კლების ან ზრდის თვალსაზრისით, რადიკალურად იცვლება.

თაკო მათეშვილი
28.02.2014

თბილისის საკრებულოს უმცირესობის ახალ შეთავაზებაზე - უმრავლესობამ შეადგინოს სასურველი ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც ისინი მხარს დაუჭერენ, უმრავლესობამ უარი განაცხადა. დეპუტატები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია არ მხოლოდ ის, თუ ვინ დაწერს ბიუჯეტს, არამედ ისიც, თუ ვინ დახარჯავს მას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობა ამ საკითხში ერთსულოვანი ვერ არის და ზოგიერთ დეპუტატს გადაწყვეტილება სულაც არ მოსწონს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×