სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მაკა ხარაზიშვილი
    09.07.2013

    რამდენიმე დღეში პარლამენტი "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით კენჭს უყრის. სექტემბრიდან სტარტს აიღებს ევროკავშირის 15 მილიონი ევროს ღირებულების საგრანტო პროგრამა, რომელმაც კანონის ეფექტურ მოქმედებასა და კოოპერატივების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი. პირველი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი კი 2014 წელს შეიქმნება.

    მაია აბაიაძე
    08.07.2013

    თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში სექტემბრიდან ფილტრიან სიგარეტზე სააქციზო გადასახადი 15 თეთრით იზრდება, უფილტროზე კი 5 თეთრით. ამ ცვლილებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მეწარმეები შიშობენ, რომ თამბაქოს გაძვირება კონტრაბანდის ზრდას გამოიწვევს, ხოლო მოსახლეობა დაბალფასიან და უხარისხო სიგარეტზე გადავა, შესაძლოა, შემოსავალი შემცირდეს რესტორნებსა და ბარებში.

    ელზა წიკლაური
    06.07.2013

     ნაციონალური მოძრაობა ისევ ეკონომიკურ კრიზისზე ალაპარაკდა. ამჯერად საქმე ეხება ბიუჯეტის შემოსავლებს, სადაც, როგორც პარლამენტის წევრი მიხეილ მაჭავარიანი ამბობს, 6 თვის მონაცემების მიხედვით, დაგეგმილთან შედარებით, 247 მლნ ლარით ნაკლები შევიდა. ნაციონალების დაანონსებულ საბიუჯეტო კრიზისს ფინანსთა მინისტრი გამორიცხავს და აცხადებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს დაგეგმილ ყველა ხარჯს გაწევს. 4 ივლისის მონაცემებით, ბიუჯეტში ნაშთის სახით 381,9 მლნ ლარია.

    მაკა ხარაზიშვილი
    05.07.2013

    საქართველომ მეზობელ ქვეყნებთან ექსპორტი ნახტომისებურად გაზარდა. შარშან აზერბაიჯანთან პირველად ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი გათანაბრდა, წლეულს კი, მაისის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ექსპორტმა იმპორტს უკვე 29 მილიონი დოლარით გადააჭარბა. ექსპორტი, ძირითადად, ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზეა გაზრდილი და ამ მაჩვენებელში ადგილობრივი პროდუქტის წილი ძალიან დაბალია. ექსპორტი ასევე სტაბილურად იზრდება რუსეთში, სომხეთსა და საქართველოს სტრატეგიულ სავაჭრო ქვეყანაში - უკრაინაში.

    მაკა ხარაზიშვილი
    04.07.2013

    შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში ეფზ-ის (ტრანსადრიატიკული გაზსადენი) მშენებლობა უკვე გადაწყვეტილია. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მეორე ფაზის ამოქმედების შედეგად, საქართველო მიიღებს 3-ჯერ მეტი მოცულობის დაბალფასიან გაზს. საინტერესოა, რა პროექტებზეა საუბარი და როგორია მათი პერსპექტივა, რას უნდა ელოდოს ქვეყანა და მისი მოსახლეობა.

    ელზა წიკლაური
    04.07.2013

    მთავრობაში ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი სიტყვიერად უკვე შეცვალეს. თუ მთავრობაში აქამდე მშპ-ს 6%-იან მატებას ვარაუდობდნენ, დღეს ამბობენ, რომ ამ მაჩვენებლის მიღწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ეკონომიკის მინისტრის, დავით კვირიკაშვილის თქმით, ზრდა, დაახლოებით, 4-4,5% იქნება. უფრო სკეპტიკურ პროგნოზს აკეთებენ ექსპერტები და აცხადებენ, რომ თუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ შეიცვალა, მშპ-ს ზრდის მაჩვენებელმა, შესაძლოა, 3%-საც კი ვერ გადააჭარბოს.

    ელზა წიკლაური
    04.07.2013

    "იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაგნაციიდან გამოვიდეს, აუცილებელია, მოხდეს ლარის მცირე დოზით დევალვაცია, ინფლაციის ზრდა, სხვა შემთხვევაში 2 წელში საქართველოს ეკონომიკაში ძალიან მძიმე პროცესები დაიწყება", - განუცხადა "რეზონანსს" ექსპერტმა საბანკო-საფინანსო საკითხებში ლია ელიავამ და დასძინა, რომ პროცესების უკეთესობისკენ შემოტრიალება შესაძლებელია თუ ეროვნული ბანკი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.07.2013

    კახეთში ალოობა დაიწყო. გლეხების ინფორმაციით, მოსავალი არც ისე კარგია, 1 ჰექტარზე - საშუალოდ 2 ტონა. წინასწარი პროგნოზით, ხორბლის მოსავალმა 90 ათასი ტონა უნდა შეადგინოს. შარშან შემოდგომაზე საქართველოში ხორბალი 50-55 ათას ჰექტარ ფართობზე დაითესა. ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, 10 ჰექტრით მეტია შარშანწინდელთან შედარებით, თუმცა 77 ჰექტრით ნაკლებია 2003 წლის მაჩვენებელზე.

    მაკა ხარაზიშვილი
    03.07.2013

    საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე ისევ ბევრს საუბრობენ, ბევრი ტურისტული ცენტრი ისევ მიგდებული და განადგურებულია. ამჯერად სამუშაოები ახტალაში, ვეჯინსა და წყალტუბოში მიმდინარეობს. სხვა კურორტები მთავრობის გეგმებში ვერ მოხვდა, მათ შორის, ვერც სურამი და აბასთუმანი, რომელსაც მოშლილი ინფრასტრუქტურის მიუხედავად, ყველაზე მეტი დამსვენებელი სტუმრობს.

    მაკა ხარაზიშვილი
    02.07.2013

    საქართველოში შავი პური არ იყიდება. სარეალიზაციოდ გამოტანილი ასეთი სახის პური სინამდვილეში თეთრი ან უკეთეს შემთხვევაში რუხი ფქვილისგან ცხვება, რომელიც სპეციალური მინარევებით არის გაშავებული. მომხმარებელთა უფლებების დამცველების განცხადებით, ეს არის ფალსიფიკაცია და მომხმარებელთა უფლებების დარღვევა, შესაბამისად, პურის ქარხნების მფლობელები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

    ელზა წიკლაური
    02.07.2013

    თურქეთსა და ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ორივე ქვეყნის ტურისტულ ბიზნესზე უკვე იმოქმედა. თურქეთში ტურისტებმა სასტუმროების ჯავშანი გააუქმეს, ეგვიპტეში დასვენების სურვილი კი, პრაქტიკულად, არავის აქვს. ამ დროს კი საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, რასაც ქართველი ექსპერტები სწორედ ამ ორ ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას უკავშირებენ და ვარაუდობენ, რომ ზაფხულში უცხოელი ტურისტების რიცხვი შთამბეჭდავი იქნება.

    ელზა წიკლაური
    02.07.2013

    რეგიონული განვითარების სამინისტროს რეორგანიზაცია გადაიდო, სამაგიეროდ, დაიგეგმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეფორმირება და უცხოელი ექსპერტების რჩევით, ის შესაძლოა, უახლოეს, მომავალში ერთ-ერთი სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს. ამასთან, მართალია, დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და გაიზარდა საარსებო შემწეობის თანხა, თუმცა დღემდე არ მომხდარა საარსებო მინიმუმის გადახედვა. ამ ყველაფრის ფონზე კი, ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები სულ უფრო და უფრო ქვემოთ მიიწევს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×