ია აბულაშვილი
11.08.2020

"კვალად ნინოწმინდას ზეით ერთვის იორის სამების ხევი, ეგრეთვე გამომდინარე და მომდინარე წინათ ხევნი (ნინოწმინდისა და გიორგიწმინდის ხევნი) და ამის შესართავზედ ხაშმს ჰყვეს მონასტერი და ციხე ნათლისმცემლის მონაზონთა.

ამას ზეით ხევზედ არს ეკლესია დიდნაშენი, გუმბათიანი, სამებისა. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამას ზეითი ქვეყნის ერწომდე (და იტყვის გარეჯის უდაბნოს თვსად) ესე ხევი არს საზღვარი ჰერეთისა და კახეთისა"- ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი "საქართველოს გეოგრაფიაში" ხაშმის სამების მონასტერს, რომელიც ისტორიულ წყაროებში კაწარეთის სამების სახელით მოიხსენიება.

ქართული ხუროთმოძღვრების ეს უძველესი ძეგლი, მდებარეობს გომბორის ქედის კალთაზე მდინარე იორის სამხრეთ მხარეს. კაწარეთის ეკლესია აუგიათ მე-5 მე-6 საუკუნის მიჯანზე და მისი აგება ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება.

გადმოცემის თანახმად, ვახტანგ გორგასალი ერთ-ერთი თავისი ლაშქრობის დროს, ღამის სათევად იმ ადგილას გაჩერდა, სადაც დღეს სამების ეკლესია დგას. მეფემ ღმერთს აღთქმა მისცა, რომ ლაშქრობიდან თუ გამარჯვებული და მშვიდობით დაბრუნდებოდა, ამ ადგილას წმინდა სამების სახელზე ტაძარს ააგებდა.

ვახტანგ გორგასალმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და პირობის თანახმად მალე ეკლესიაც ააგო. აქ გახსნა საეპისკოპოსოც. 506 წელს დვანში გამართულ საეკლესო კრების ოქმში, 24 ქართველ ეპისკოპოსთა შორის მოიხსენიება კაწარეთის სამების ეპისკოპოსი ზაქარია.

ამ ადგილებში მოგვიანებით თამარ მეფის ბრძანებით დავით გარეჯელ ბერებს ვენახები გაუშენებიათ, როლელსაც დევის სსისხლს უწოდებდნენ, დღეს კი ხაშმის საფერავის სახელით არის ცნობილი.

კაწარეთის სამება ძალიან ჰგავს თბილისის ანჩიხატის ეკლესიას. ეკლკესიას გარს უვლის ძველი გალავანი, გალავნის შიგნით არის ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო და მარანი. აქვს სამი შესასვლელი და სვეტები ამოყვანილია ხუთ-ხუთი თაღით. საშენ მასალად გამოყენებულია ნატეხი და რიყის ქვა. შუა სამრეკლოს თავზე დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. დღემდე შემორჩენილია ტაძრის უნიკალცრი ფრესები, რომელიც 1518 წლით თარიღდება.

ტაძარი მრავალჯერ დაზიანდა ლეკების შემოსევების დროს. 1765 წელს კი გაუქმდა. "ლეკებმა მოსვენება აღარ მისცეს და ბოლოს მოინელეს კიდეც სამებელთა ტახტიო"- წერს მემატიანე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×