ია აბულაშვილი
03.02.2021

ქართული მართლმადიდებულური ეკლესია მდიდარია უნიკალური ფრესკებით, მათ შორის ერთ-ერთია დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ამშვენებს "ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი" ფრესკა, რომელიც უშვილოებისა და ორსულების შემწეა. მონასტერში დღემდე ჩამოედინება ღვთისმშობლის მოწყალების წყარო, წყარო მრავალი სასწაულისა.

ტაძარი მე-14 საუკუნეში მოუხატავთ და ბიზანტიური კულტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშია. მხტვრობის ეს სტილი მე-13 საუკუნეში კონსტანტინეპოლიდან საქართველოში გავრცელდა. მონასტრის მხატვრობის ძირითადი ნაწილი ეთმობა ღვთისმშობლის ცხოვრების სცენებს, მათ შორის არის ფრესკა "იოსების ყვედრება", სადაც გამოსახლია "მიდგომილი (ორსული) ღვთისმშობელი". ეს ფრესკა ქარიტიანულ სამყაროში უიშვიათეს ფრესკად არის მიჩნეული.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, დირბის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი საუკუნეების მანძილზე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაქვემდებარებში იყო თავისი მამულებით. აქ იყო რეზიდენცია ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის.

სვიმონ პირველის მეუღლეს ნესტან დარეჯანს გაუცია სიგელი, რომლითაც დგინდება, რომ მე-16 საუკუნეში დირბის მონასტერი სვიმონ პირველს შეუწირავს ჯვრის მონასტრისთვის და ქრისტეს საფლავისთვის.

"დასავლით კიდე არს დირბის მონასტერი, სადაც ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის, შინა არს მამული მისი, ჰფლობს ესე და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმს"- გვამცნობს ვახუშტი ბატონიშივლი " ცხოვრებაი ქართლისაში".

ისტორიული წყაროების მიხედვით დირბის ეს უნიკალური მონასტერი, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება, აუგია აფხაზთა მეფე ლეონ მესამეს, რასაც ადასტურებს მონასტრის ქვის ფილაზე დატანებული ასომთავრული წარწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )