ია აბულაშვილი
10.02.2021

შუა საუკუნეების ქართული ბეჭდური ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუში, ისტორიულ-მონუმენტრი ხელოვნების ძეგლი დავით კურაპალატის საწინამძღვრო ჯვარი, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება, 1898 წელს სოფელ ბრილში აღმოაჩინეს, (ხაშურის რაიონი) ადგილობრივი გლეხის ქართველიშვილის მარანის კედელში.

ჯვარი დამზადებულია ვერცხლისგან და მოოქროვილია. ბურთის რგოლი ჯვართან არის დაკავშირებული. ჯვარზე გამოსახულია ჯვარცმული ქრისტეს ფიგურა. ასევე მარიამისა და იოანეს ფიგურები და ღვთისმშობელი ჩვილით. ჯვრის ზემოთა მკლავზე გამოსახულია მამა ღმერთი. ჯვრის წინა და ზურგის მხარე დაფარულია ორნამენტებით.

ჯვრის წინა პირის ქვედა მკლავზე ამოკვეთილია დავით კურაპალატის სახელი "ქრისტე ადიდე დღეგრძელებით დავით კურაპალატი ამინ"; ჯვარი თავად დავით კურაპალატს შეუკვეთავს. ჯვრის ზურგზე ამოკვეთილია ოქრომქანდაკებლის სახელი "ასათ მოქმედი".

ქართველი შემოქმედი, სოფელ ბრილიდან, რომელიც მე-10 საუკუნეში მოღვაწეობდა და გამორჩეული ოქრომქანდაკებელი ყოფილა იმ დროის ხელოვანებს შორის. დავით კურაპალატის უნიკალური საწინამძღვრო ჯვარი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )