ია აბულაშვილი
24.02.2021

დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბნოს კალთაზე, დღესაც ანცვიფრებს მნახელს თავისი სასწაულებით.

მონასტერი მე-6 საუკუნეში დააარსა დავით გარეჯელმა, რომელიც გარეჯის მთის გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, დღეს წმინდა ლავრის სახელით ცნობილი.

გარეჯის ფრესკებმა კი შემოგვინახა ბევრი ისტორიულ პირთა პორტრეტები; დავით აღმაშენებლის ნათლისმცემლის უდაბოში. თამარ მეფისა და ლაშა გიორგის ბერთუბანში. დემეტრე თავდადებულის- უდაბნოში;

მადლის ქვა, რომელიც დავით გარეჯელმა იერუსალიმიდან ქრისტეს საფლავიდან ჩამოიტანა და გარეჯას რელიქვიაა, მისი გადრაცვალებს შემდეგ არავინ იცოდა სად იყო შენახული. მადლის ქვას მხოლოდ 1816 წელს მიაგნეს და ამ ამბავს აღწერს მღვდელ-მონაზონი კალისტრატე 1884 წელს თავის თხზულებაში.

"ერთს მცირე ვერცხლის ყუთში ასევენია ის მადლის ქვა, რომელიც მოიტანა წმინდა დავითმა ქრისტეს საფლავიდამ. მისი გარდაცვალების ბევრმა წელმა გაიარა, არავინ იცოდა თუ სად იყო იგი შენახული. 1816 წელს სიძველის გამო ეკლესია განაახლა უდაბნოს წინამძღვარმა ილარიონ მეორემ. სვეტის ნახევარი რომ ჩამოაქციეს, გამოჩნდა კედელი, შიგ დახატული ღირსი მამები დავითი და დიდო. აქ გამოჩნდა თახჩაში მცირე სორო, რომელში იდო ეს მადლის ქვა.

მადლის ქვა არის ბატის კვერცხზედ ცოტა ნაკლები. მოგრძო, თავზე აქვს ხალი ძველი სისხლის ფერისა. ეს ქვა ჰკურნავს სარწმუნოებით შემხებელსა მისსა. ქვა გამოესვენება მხოლოდ წმინდა დავითის ტაძრის დღესასწაულად", - წერდა 1884 წელს წმინდა მღვდელ-მონაზონი კალისტრატე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )