ია აბულაშვილი
26.05.2023

იმერეთის ერთ ლამაზ სოფელ გოგნაში მდებარეობს ეკლესია, სახელად „კარუგდებელი." ლეგენდის თანახმად, ამ სოფელში ყველა მამაკაცი დაღუპულა, მაგრამ ტრაგედიის მიზეზი არავინ იცოდა. ერთხელ სოფლის მკვიდრს სიზმარი უნახავს, თქვენი უბედურების მიზეზს მდინარე გეტყვითო. მართლაც მდინარესთან მისულებს წმინდა გიორგის ხატი დახვედრიათ, წყლიდან ამოუბრძანებიათ იგი და ურემზე დაუსვენებიათ. ხარებმა თურმე ხატი სოფლის ყველაზე მაღალ ადგილას აიტანეს და გაჩერდნენ.

სწორედ ამ ალაგას ააგეს ეკლესია, მაგრამ კარი ვერ დაჰკიდეს, რამდენჯერაც ჩამოკიდეს, იმდენჯერ ჩამოვარდა. ბოლოს დაუდარაჯდნენ, იქნებ ვინმე აგდებსო. ლოდინით დაღლილებს იქვე ჩაეძინათ, ამ დროს კი შემზარავი ხმა შემოესმათ და საყდრის კარი ისევ ჩამოვარდა. ყველგან ეძებეს, მაგრამ არავინ იყო. ამის შემდეგ ეკლესიას „კარუგდებელი" დაარქვეს და დღესაც უკაროდ არის. იგი მე-7 საუკუნით თარიღდება და თამარ მეფის სიგელშია მოხსენიებული. ეკლესიის მთავარი სიწმინდე კი წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები იყო, მათ შორის წმინდანის მენჯის ძვალი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×