რეზონანსი
16.07.2020

თავს კარგად ვგრძნობ და ვაგრძელებ მკურნალობას. თოთქოს არ მაწუხებს, მაგრამ სიცხე მაინც ახასიათებს ამ ვირუსს, - კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი, ანა ონიანი პირველ კომენტარს აკეთებს.

„გამოცდის შემდეგ წავედი ოჯახის ახლობელთან, სადაც დავინფიცირდი, გამოცდაზე კორონავირუსი არ მქონია. გამოცდის ჩაბარების გადაწყვეტილება მაშინ მახარეს, როცა ყველაზე მეტად არ ველოდი. ბატონი მინისტრიც შეესწრო საუბარს და თავადაც დამელაპარაკა.

დღეს მთელი დღეა ვმეცადინეობ, წამოღებული მქონდა ლექსიკონები. ინგლისური, როგორც ჩემი ასაკის ბავშვების უმრავლესობისთვის სირთულე არ არის, ამ გამოცდებზე ყველაზე ნაკლებად ვღელავდი, მაგრამ ცხადია ახლა ცოტა უფრო რთული იქნება. ვიცი რომ დამკვირვებლის თანდასწრებით ჩვეულებრივ ტესტს დავწერ. ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ძალიან მადლიერი ვარ", - აცხადებს ანა ონიანი.

წყარო: იმედი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×