რეზონანსი
16.07.2020

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საარჩევნო სიაში მოხვედრის შესახებ უარი ეთქვა, ლაშა კომახიძე განმარტავს, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

„არ ვადასტურებ უარის თქმის ინფორმაციას. ამაზე კონსულტაცია დასრულებული არ არის. ღირსეული შემოთავაზებები მაქვს სახელმწიფოსგან", - განაცხადა ლაშა კომახიძემ, თუმცა არ განუმარტავს, კონკრეტულად რა ტიპის შემოთავაზებაზეა საუბარი.

შეგახსენებთ, ლაშა კომახიძე ბათუმის მერად 2017 წელს აირჩიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×