რეზონანსი
31.07.2020

ყოფილი დეპუტატი, კობა დავითაშვილი, რომელიც დღეს იუბილარია, სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს წერს და ამბობს, რომ სანამ ამას დაწერდა, ერთი სიკვდილი გაათავა. კობა გვთხოვს ყველას, მისი წერილი, რაც შეიძლება მეტმა გავაზიაროთ, რომ ადრესატამდე მივიდეს:

“მეგობრებო, გთხოვთ ჯერ ბოლომდე წაიკითხოთ ეს პოსტი და მერე აკომენტაროთ. რადგანაც ზოგი კომენტარი მის შინაარსს არ შეესაბამება.

ძვირფასო მეგობრებო, დღეს უამრავმა ადამიანმა მომილოცა დაბადების დღე, მე კი პირველად წლების განმავლობაში სათითაოდ ვერ გითხარით მადლობა და პოსტზეც კი ვერ დავსვი მოწონების ნიშანი.

ეს იმიტომ მოხდა, რომ ცუდად ვიყავი და ექიმთან ვერ წავედი უსახსრობის გამო, მაგრამ წინ უფრო ცუდი დღეები მელის.

საქმე ისაა, რომ ჩემი (ბეხტერევის) დაავადება არ იკურნება და შეიძლება მხოლოდ გადავადდეს აღსასრული პრეპარატ ,,რემიკეიდის” ორ თვეში ერთხელ გადასხმით, როგორც ინსულინის ინექცია კი ვერ კურნავს, მაგრამ ავადებს დიაბეტის შედეგების დადგომას.

ოღონდ ინსულინისაგან განსხვავებით "რემიკეიდის" სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს და მისი 1 გადასხმა 1000 აშშ დოლარი ჯდება. ანუ თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი მაინც, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული.

მე კი მარტში სრულიად უმუშევარი დავრჩი. ერთი გადასხმის ფული მერიამ ჩამირიცხა, მესამედი ვეტერანთა დეპარტამენტმა (დიდი მადლობა მათ) ჯანდაცვის სამინისტრომ ვერაფერი ჩამირიცხა არცაა გასაკვირი, კორონავირუსთან დაკავშირებით ისედაც ბევრი ხარჯი აქვს.

მე მესმის, რომ ყველას უჭირს და დალხინებული არავინაა, მაგრამ თუკი ამ დღეში თავად სახელმწიფომ ჩამაგდო (წინა ხელისუფლების სახით), განა სამართლიანი არ იქნება, რომ ჯანდაცვის ხარჯებიც სახელმწიფომ გაიღოს (ამ ხელისუფლების სახით).

მესმის, რომ უსიამოვნო ადამიანი ვარ, მახასიათებს მწარე სიტყვების ლაპარაკი, ვერ ვუწონებ ხელისუფლებას ისეთ ქმედებებს, როგორიცაა, მაგალითად, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია. ალბათ უმუშევარიც ამიტომ დავრჩი, მაგრამ ნუთუ ჩემ ქვეყანას არ სჭირდება ერთი ჩემნაირი ენამწარე, რომელიც მაშინ ამოიღებს ხმას, როცა თითქმის ყველა სდუმს და ოპოზიცია კი კიდევ უფრო უარესის მომხრეა?

ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ამ პოსტს ვწერდი, მაგრამ უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა. გთხოვთ, გააზიაროთ, მეგობრებო, რომ ადრესატებამდე მივიდეს.”

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ჯიმა   (01.08.2020)
კობა, გამაგრდი! შენი მეხოტბე არასოდეს ვყოფილვარ. პირიქით! მაგრამ დღეს... მეცოდები და თანაგიგრძნობ. საქართველოს დასაკარგი არც ენამწარე და არც სხვა დასაკარგი არა ჰყავს. ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნეთ. დეპუტატ-ნადეპუტატარებს, სერგეენკოს და მის “რეფორმატორებს” თუ არა აქვთ ფული, ხალხი დავეხმარებით. გამაგრდი, პონჩიკ! თუ თვითონ დანებდი, ორგანიზმიც დანებდება.

ხონელი   (31.07.2020)
მედიკო ყურაშვილი ბიძინასაც დავათმობინოთ ცოტადა მის პარლამენტარებს სირცხვილი არ იქნება

კახელი   (31.07.2020)
მიშას გავუყიდოთ კახეთში სახლი,რომელიც ჩვენი ხალხის ფულით აქვს ნაყიდი და მოვამზადოთ კობას ჯანმრთელობას მისი ბრალია ამ კეთილშობილი ადამიანის ავადმყოფობა.და კიდევ ყველა ნაციონალ დებუტატს დავატოვებინოთ ერთი თვის ხელფასი და გადავცეთ კობას

კობას   (31.07.2020)
ეჰ, ჩემო კობა ყოველთვის არასწორ ადგილას იდექი, პირველად მაშინ შეცდი მიშას ნათელმირონი რომ გახდი, მაგან ქრისტიანობა და ნათლიობა რა იცის რა არის, გარყვნილი, რა ჯიშისაა თვითონ პატრონმა არ იცის. ძალიან ვწუხვარ თქვენს გამო, ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნეთ ცოტას დაგეხმარებით.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×