რეზონანსი
03.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ირგვლივ კვლავ რჩება სხვა პასუხგაუცემელი კითხვები - რას აკეთებდა სახლში სამსახურს მიღმა ისეთს, რომ აღარ რჩებოდა დრო სამსახურისთვის. რის გამოც საბოლოოდ, ის კომპანია ZAG-დან წასვლასაც გეგმავდა. ან ბოლოს და ბოლოს ვინ იყო თამარი? საზოგადოებას ხშირად ერევა ტექნიკური ტერმინოლოგია-თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, თუმცა რეალურად თამარი არასდროს მუშაობდა მსგავსი პროფესიით. ის უბრალოდ ვებ-დეველოპერი იყო. თამარს საერთო არ ჰქონია პროფესიულად კიბერდაზვერვასთან.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშრებით, გამოძიებამ დღეს ახალი კამარების ჩანაწერები ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებები დღეს სოფელ ტბისში მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები საკალმახე ,,ადმირალიდან" ამოიღეს. აღნიშნული საკალმახე იმ ადგილიდან, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, დაახლოებით ხუთი კილომეტრით არის დაშორებული.

ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ახალმა კადრებმა, გადაადგილების მარშრუტებისა და დროების განსაზღვრაში, შესაძლოა, მეტი სიცხადე შეიტანოს.

ფაქტია, რომ თამარი ვიღაცასთან შესახვედრად მართლაც წავიდა. გასათვალისწინებელია ის დეტალიც, რომ თამუნამ საუკეთესო მეგობარს ორი დღით კონტაქტისგან თავის შეკავება სთხოვა. ამ ინფორმაციას გარდაცვლილის დედაც ადასტურებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
უცნაურია ყველაფერი   (03.08.2020)
ამდენი ხანია ამ საქმის განხილვა მიმდინარეობს, ხან რას ამბობს ოჯახი ხან რას, აქამდე უახლოესი მეგობარი არ ყავდა, ახლა გამოჩნდა, თავიდან შეყვარებული არ ყავდა მერე "ასე ვთქვათ შეყვარეული" გამოჩნდა, რა იყო, უჩინმაჩინი ხომ არ იყო, ასეთი რა იდუმალებით მოცული გოგო იყო, აგენტად ხომ არ ყავდათ ჩანერგილი ამ კომპანიებში და ხომ არ გაშიფრეს? სამი ისეთი მაღალჩინოსანი ვინ. გვყავს რომ იმათ კუდში დევნას შეეწირა.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×