რეზონანსი
04.08.2020

საქართველოს მთავრობას პანდემიის პირობებში დახურული ეკონომიკის 6 ეტაპიანი გეგმა თითქმის ბოლოშია გასული, თუმცა დარჩენილია ეკონომიკის მე-6 ეტაპის ნაწილი ეკონომიკური საქმიანობები, რომელთა გახსნა ჯერ არ დაგეგმილა. 

მთავრობის გეგმით, ეკონომიკური საქმიანობის გახსნის მე-6 ეტაპი 6 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო და მასში შედიოდა: გასართობი, სპორტულ - გამაჯანსაღებელი, შემოქმედებით საქმიანობა, აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები(უკვე გაიხსნა), საგანმანათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა. 

როგორც "ბიემთან" საუბრისას შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში დარჩენილი საქმიანობების გახსნის დაშვება დღის წესრიგში არ დგას. 

„ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად და ამ ეტაპზე კვლავ კონსულტაციების და მოლაპარაკებების პროცესში ვართ. რაც შეეხება იმას, თუ როდიდან გაიხსნება დარჩენილი ეკონომიკა, უახლოეს მომავალში აქტუალურად არ დამდგარა ამის საჭიროება. დარჩენილია სათამაშო ბიზნესი, კაზინოები, ასევე შიდა დახურულ სივცრეში გასართობი ღონისძიებები, დარბაზებში ქორწილები, ქელეხები. ძირითადად ესენია დარჩენილი. გადაწყვეტილებას უწყებათშორისო საბჭო მიიღებს“, - განაცხადა ფერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×