რეზონანსი
05.08.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ოთხი გაჩიანს უკავშირდება, სამი შემოტანილია, ერთი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ოთხი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, სამის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

„გუშინ გვქონდა 1182 დადასტურებული შემთხვევა. დაემატა 15 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები გაიზარდა თორმეტით. ამ მონაცემების მიხედვით, სამედიცინო ცენტრებში სულ 244 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

კოორნავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან, ოთხი პციენტის ინფიცირების წყაროა გაჩიანია, სამი არის შემიტანილი, მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, კიდევ ერთი დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდანაა, ოთხი პაციენტი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ხოლო კიდევ სამი პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი პაციენტი დაემატა.

„ჩვენს ცენტრს რაც შეეხება, დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა და ჯამში, კლინიკაში 40 ინფიცირებული მკურნალობს. ამ ხუთი ახალი შემთხვევიდან სამი გაჩიანს უკავშირდება, ერთი არის შემოტანილი და ერთი საკარანტინეში სივრცეში იმყოფებოდა. ყველა ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა", - აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×