რეზონანსი
05.08.2020

თბილისში ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაკავებულს ბრალად ედება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობა. 1992 წელს დაბადებული ე.ჩ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა მუხლის "გ" ქვეპუნქტით მინდინარეობს, რაც ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დაკისრებით ან 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შეგახსენებთ, რომ ოთხ ტრანსგენდერ ქალს თავს გუშინ, 4 აგვისტოს დაესხნენ. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კუთვნილი ნივთები მოპარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×