რეზონანსი
05.08.2020

 თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძის გა­მო­ჩე­ნამ უამ­რა­ვი კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ეჭ­ვობს, რომ ის ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის საქ­მე­ში ხე­ლოვ­ნუ­რად არის ჩარ­თუ­ლი და სი­ნამ­დვი­ლე­ში შე­საძ­ლოა, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებ­დეს. ამ ვა­რა­უდ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ შე­კი­თხვა­ზე, ლობ­ჟა­ნი­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა „სა­ღა­მოს ნი­უს­რუმს“ გა­ნუ­ცხა­და რომ მის­თვის ცნო­ბი­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის ეს გან­წყო­ბა და დას­ძი­ნა, რომ ასე­თი ეჭ­ვე­ბი ად­ვო­კატ მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც არ­სე­ბობს. ლო­ბა­ჟა­ნი­ძემ ასე­ვე თქვა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში თავს უსაფრ­თხოდ არ გრძნობს და მას პრი­ვა­ტულ სა­უბ­რებ­ში სწო­რედ შვე­დეთ­ში წას­ვლა ურ­ჩი­ეს.

ად­ვო­კატ­მა მი­ხე­ილ რა­მიშ­ვილ­მა AMBEBI.GE – სთან ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი ვა­რა­უ­დე­ბის ფა­რულ მიზ­ნებ­ზე ისა­უბ­რა:

“ვინ და­ა­ვა­ლა მას ამის თქმა, რომ ჩა­ნერ­გი­ლი ვარ? ცოტა ჭკვი­ა­ნუ­რად მა­ინც და­ა­ვა­ლონ, ვინც ავა­ლებს. არ ვიცი, სა­ერ­თოდ ვინ არის ეს ბიჭი და რა უნდა. ჩემს ავ­ტო­რი­ტეტს და საქ­მი­ან რე­პუ­ტა­ცი­ას უნ­დათ ლაქა მოს­ცხონ?! მიც­ნობს მთე­ლი ქვე­ყა­ნა და ჩემი მოს­ყიდ­ვა კო­მუ­ნის­ტე­ბის დრო­ი­დან ვერ მო­ა­ხერ­ხა ვე­რა­ვინ და არც ახლა გა­მო­უ­ვათ.

ოჯახ­მა არ იცო­და, რომ თა­მარს ჰყავ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მო­იყ­ვა­ნეს და გა­აც­ნეს მშობ­ლებს. აღ­მოჩ­ნდა, რომ მა­ლუ­ლი გუ­ლის სწო­რი ჰყო­ლია თა­მარს. მეც გა­მაც­ნეს, რო­გორც კომ­პი­უ­ტე­რის კარ­გი მცოდ­ნე. ამის გამო ვთხო­ვე, რომ წა­მომ­ყო­ლო­და და ექ­სპერ­ტი­ზა­ზე რა­ღა­ცე­ებ­ში კონ­სულ­ტა­ცია გა­ე­წია, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ არ იცის კარ­გად კომ­პი­უ­ტე­რი. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან სა­ეჭ­ვოა ეს ბიჭი თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლე­ბით. FBI -ის ჩარ­თვის იდე­აც არ მო­წონს. არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. ფაქ­ტია, რომ სა­ეჭ­ვო პერ­სო­ნაა.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ასე არ და­დის და ასე არ ყვე­ბა ამ­ბავს. ღი­მი­ლი კი არა, დარ­დით კვდე­ბი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი. სიყ­ვა­რუ­ლის დროს სა­ერ­თოდ, კაცი უფრო მალე კვდე­ბა შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ვიდ­რე ქალი", - განაცხადა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ადვოკატს   (08.08.2020)
შენ რომ ჩანერგილი ხარ მაგ საქმეში,უკვე ეჭვიც აღარავის ეპარება. თქვი ვინ მიგაგზავნა მაგ ოჯახში და ფულს ვინ გიხდის. გამომივიდა ესეც უფრთო ანგელოზი.კარგი რა ბოლოსდაბოლოს გეყოფა.

Eka,   (05.08.2020)
Erti mamaoc cakme moagvara am advokaatma, axla am gaybedyrebyl ojaxc agijebc,

Eka,   (05.08.2020)
Erti mamaoc cakme moagvara am advokaatma, axla am gaybedyrebyl ojaxc agijebc,

Eka,   (05.08.2020)
Erti mamaoc cakme moagvara am advokaatma, axla am gaybedyrebyl ojaxc agijebc,


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×