რეზონანსი
06.08.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი არსებით განხილვას ელოდება. პირველი სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მომდევნო კვირას გაიმართება და მოსამართლე საქმეზე არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს განიხილავს. ადვოკატები დღესაც ამბობენ, რომ მოსამართლემ არასრულწლოვნები პატიმრობაში მტკიცებულებების გარეშე დატოვა.

სასამართლო სხდომების მოლოდინში არიან, როგორც სრულწლოვანი ბრალდებულები, ასევე დაზარალებული მხარეც. წინასასამართლო სხდომა თვის ბოლოს გაიმართება, სადაც მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს. გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახის მოთხოვნა ამ დრომდე უცვლელია, ითხოვენ, რომ 31 აგვისტომდე "ტოიოტა ქამრში" მსხდომ 6 პირს ბრალი დაუმძიმდეს და მათ მიმართ სისხლის სამართლის წარმოება 109-ე მუხლითაც დაიწყოს. შაქარაშვილის ბიძა არსებულ ჩვენებებზე დაყრდნობით ამბობს, რომ სწორედ "ტოიტა ქამრის" მგზავრები არიან ის პირები, ვინც ახალგაზრდა ფეხბურთელი არაგვის ხევში უკანასკნელად ნახა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×