რეზონანსი
07.08.2020

კომპანია ZAG-ის დირექტორის თამარ კობერიძის სახლში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელები არიან მობილიზებულები. იქ ჩხრეკა უნდა დაიწყოს.

თამარ კობერიძის ადვოკატი, ქეთევან მირიანაშვილი, საგამოძიებო მოქმედებებს “ბაჩანას გამოძიებას” უწოდებს და მოითხოვს, რომ ჩხრეკის ოპერაცია თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლშიც ჩატარდეს.

“გრძელდება ბაჩანას გამოძიება. შემოვიდნენ პირად ჩხრეკაზე. ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ და რა უნდათ კიდევ, არ ვიცი. ეს საგამოძიებო მოქმედებები არის ბაჩანას გამოძიება. მაქვს კითხვა საგამოძიებო ორგანოსთან – არის თუ არა თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიებები.

კობერიძის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები კომპანია ZAG-ის სხვა თანამშრომლების სახლშიც მიმდინარეობს.

რა კავშირში შეიძლება იყოს პირადი სახლის ჩხრეკა და რას ეძებენ და რა სურთ არ ვიცი“, – განაცხადა ადვოკატმა ქეთი მირიანაშვილმა.

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც საკუთარ თავს თამარ ბაჩალიაშვილის “შეყვარებულს” უწოდებს, ასევე ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×