რეზონანსი
07.08.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა ფეხბურთელის ბიძას და ოჯახის ადვოკატს ემუქრება. მისი განცხადებით, არასრულწლოვან ზ.ხ-ს გიორგი შაქარაშვილი სახეზეც არ ჰყავდა ნანახი და უდანაშაულოა.

"მინდა შევხვდე მის ოჯახს, მივუსამძიმრო ეს უდიდესი ტრაგედია და დაველაპარაკო. დიდი სალაპარაკო მაქვს მათთან, ყველაფერი ვიცი მირიან ნიკოლაძეზე და ვთხოვ ოჯახს, მირიანი ამ საქმეს ჩამოაშორონ. მირიანმა ამ საქმეში დიდი ფული აიღო, აგარაკს ყიდულობს ახლა და ყველა მნიშვნელოვან გარემოებაზე თვალს ხუჭავს.

არ დაგიმალავთ და გეტყვით, მე ღრმა დაშიფვრის ოფიცერი ვიყავი საიდუმლო სამსახურში. ჩანერგვა რა არის ხომ ხვდებით? ვანო მერაბიშვილთან ვმუშაობდი, მე გავხსენი მუხროვანის ამბოხი. ნდობაში შევედი გია ღვალაძესთან და კიდევ ოთხ პირთან, შემოვიტყუე ჩემთან სახლში და ისე ავიყვანეთ, ერთი ტყვია არ გავარდნილა ჩემს სახლში" - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×