რეზონანსი
09.08.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისსა და რეგიონებში მასშტაბური საქორწილო და სხვადასხვა ტიპის შეკრებებია, რომელიც დასაშვები არ არის და ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის.

მან კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ კორონავირუსული ინფექცია არ დამარცხებულა და ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით რისკები კვლავ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია მართვადია და ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, მოსახლეობა ილუზიას არ უნდა მიეცეს, თითქოს ინფექცია დამარცხდა.

“დღეისთვის კორონავირუსის 1225 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, აქედან დილის 09:00 საათისთვის 9 ახალი შემთხვევა იყო. აქტიური შემთხვევა არის 208 და გამოჯანმთელებულია 1000. 82% გვაქვს გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი და 17 ადამიანია გარდაცვლილი. საკმაოდ ინტენსიურია ტესტირება. 267 ათასი PCR ტესტირება ჩატარდა ქვეყანაში და დაახლოებით 173 „სწრაფი ტესტირება“. ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია. ქვეყანაში პანიკის არავითარი საფუძველი არ არის. როგორც ხედავთ, გვაქვს ერთეული შემთხვევები. რამდენჯერმე გვქონდა 11-13-14 შემთხვევა. ამ ორი კვირის განმავლობაში ერთხელ იყო 24 შემთხვევა, მაგრამ ეს ყველაფერი მართვადია და ჯანდაცვის სისტემისთვის პრობლემა არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ გავუმეორებ მოსახლეობას, რომ ილუზიას არ მივეცეთ, თითქოს ჩვენ კორონავირუსული ინფექცია დავამარცხეთ“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა და ასევე სრულდება ავიარეისები, ეს ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის. სწორედ ამიტომ, ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ დაიცვან არსებული რეკომენდაციები და სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×