რეზონანსი
09.08.2020

ბავშვებს ოჯახის დატოვება უკიდურეს შეთხვევაში მოუწევთ. ეს ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით დარეგულირდება. არიან თუ არა მოზარდები ბედნიერი მაშინ, როდესაც გარკვეული პრობლემების გამო მშობლების გარეშე სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ უწევთ ცხოვრება - გაეროს ბავშთა ფონდი საქართველოს სამართლებრივი დოკუმენტის შემუშავებაში დაეხმარა, რომელმაც ბავშვების ცხოვრების გარდაქმნა უნდა უზრუნველყოს.

საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანომ ბავშვთა კოდექსში ცვლილებები შეიტანა და დაამტკიცა. ახალი მოდელის მიხედვით, სოციალური მუშაკი სასმართლოს გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, სიღარიბე ვერ გახდება ბავშვის ოჯახიდან განცალკავების საფუძველი. ყველა რეგიონში სოციალური სააგენტოების პარალელურად მულტიფუნქციური ჯგუფი იმუშავებს, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ერთი მხრივ, სოციალური მუშაკების საქმიანობას და მეორე მხრივ, ოჯახის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. უცვლელი რჩება შს სამინიტროს როლი, ძალადობის შემთხვევაში სამართალდამცველები ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

პარლამენტმა ბავშთა უფლებათა კოდექსი გასულ წელს განიხილა და დაამტკიცა. ახალი ცვლილებების განხორციელება ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს მიერ მიცემული ერთ-ერთი დაპირება იყო. ახალი კოდექსი ძალაში 1 სექტებერს შევა.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×