რეზონანსი
10.08.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

ნიკა ჟვანია დაპირისპირების ღამეს მცხეთაში ხელკეტით იმყოფებოდა. იგი აქამდე ძალადობაში მონაწილეობას უარყოფდა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, დაკავებულმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა, თუმცა, კვალიფიკაციას არ ეთანხმება და ბრლდების შემსუბუქებას ითხოვს.

"აღიარებს, რომ ამ ცემაში გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა მიიღო... წავიდნენ შემრიგებლის როლის გამო და მოსაძებნად იმ ორი ადამიანის, მათი უბნელის.

დარტყმით დაარტყა. ამბობს, თვითონ ყოველ შემთხვევაში ამას უთითებს, რომ ფეხის არეში დაარტყა", - ამობს ჟვანიას ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი.

რაც შეეხება მკვლელობის მუხლით მიმდინარე გამოძიებას, მოკლულის ოჯახს დამატებითი ინფორმაცია გენპროკურორმა ირაკლი შოთაძემ მიაწოდა. შეხვედრის შემდეგ შაქარაშვილის ნათესავი მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ბრალდებულ პირთა წრე არ გაფართოვდება. ოჯახი ისევ ტოიოტას მგზავრების მკვლელობის მუხლით პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს. მათ შორის ერთ-ერთი, ნიკოლოზ რევაზიშვილი დღეს ოქროს მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა ამოიცნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×