რეზონანსი
12.08.2020

რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, საკუთარი სახლიდან 24 წლის გოგო გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთო სამაშველო სამსახური და პოლიცია.

აღმოჩნდა, რომ გოგომ თითქმის ერთი ერთში გაიმეორა ის სცენარი, რომელიც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ძირითად ვერსიად განიხილება.მართალია ბაჩალიაშვილის ოჯახი ეჭქვეშ აყენებს თვითმკვლელობის ვერსიას, თუმცა ამ საკითხის საჯარო განხილვა, ხშირად უმნიშვნელო დეტალებამდეც კი, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხდება. მთავარი კითხვა კი ასე ჟღერს - მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? და თუ ეს მართლაც თვითმკვლელობა იყო, რატომ გაიარა ბაჩალიაშვილმა კილომეტრები და რატომ მოიკლა თავი მაინცდამაინც ტყეში?

კითხვები შესაძლოა ბევრი არსებობდეს, თუმცა, როგორც ფსიქოლოგები განმარტავენ, ძნელია იმის ახსნა, თუ რა ამოძრავებს იმ კონკრეტულ მომენტში ადამიანს, რომელსაც თვითმკვლელობა აქვს გადაწყვეტილი?

ზუგდიდში დაკარგულმა გოგომაც თითქოს ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებული სცენარი გაიმეორა - ჩაჯდა საკუთარ მანქანაში, გაიარა რამდენიმე კილომეტრი, მივიდა ტყის პირას და თავის მოკვლის მიზნით წამლები დალია. საბედნიეროდ ამ შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა და გოგონა გადაარჩინეს.

„პოლიცია ყველგან ეძებდა. დაიბარეს, მივიდნენ და გამოკითხეს ყველა, ვისაც შესაძლოა გოგოს შესახებ, ან მის მოსაძებნად საჭირო ინფორმაცია ჰქონოდა. მეგობარმა გაიყვანა პოლიცია კვალზე. წუთებზე მიუსწრეს და გადაარჩინეს" - ამბობს ახალგაზრდა გოგოს მეზობელი.

თვითმხილველების განცხადებით, გოგონას მეგობარმა, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ, სამართალდამცველებს აცნობა ის ადგილები, სადაც შესაძლოა გაუჩინარებული გოგო ყოფილიყო.

რამდენიმე საათიანი მუშაობის შედეგად, ზუგდიდის მახლობლად ტყის პირას, დაუსახლებელ ადგილას გოგონას მანქანას პოლიციამ მიაკვლია. უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი, რომელსაც აღმოჩნდა, რომ მედიკამენტები ჰქონდა მიღებული, დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სრულად იხილეთ: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
მარინა   (12.08.2020)
სასწაული რა ჭირს ამ გოგონებს ან ბიჭებს. ეხლა ეს გადაიღონ მოდაში აღარ ეცოდებათ მშობლები მაინც

კოტე   (12.08.2020)
კი ბატონო ასეც ხდება...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×