რეზონანსი
12.08.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი, თეიმურაზ მაისურაძე საქმის მასალების ასაღებად მივიდა.

როგორც მაისურაძემ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შაქარაშვილს არ გაკიდებია.

„ამ მასალებში არაფერი არ იქნება ახალი და არც შეიძლება რომ იყოს. შუალედური დასკვნები არ შეიძლება იყოს ბრალის წაყენების საფუძველი ასეთ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე. 20 მტკიცებულებიდან ერთი ხომ მაინც უნდა იყოს კატეგორიული. არც ერთი კატეგორიული მტკიცებულება არ არის. თავად ვერ შეძლეს ობიექტური გამოძიების წარმოება, ვერ მოიყვანეს კომპეტენტური ექსპერტები და ახლა ეძებენ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ გამოკიდებია შაქარაშვილს და საერთოდ, „ნახალოვკელები" ამბობენ, რომ ჩვენ არ მოგვიკლავს და ამ ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცითო. ვინ ამბობს, რომ ვახტანგ ჩიქოვანი შაქარაშვილს გაეკიდა? რაც არ იცის, რა უნდა აღიაროს, მათი მხრიდან ეს საერთოდ არ მომხდარა, ვიღაც ბრალს სდებს ამ ადამიანებს და არ უნდათ სიმართლის დადგენა," - აღნიშნა თეიმურაზ მაისურაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის" მგზავრების - 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
***   (12.08.2020)
ამ ხნის კაცი ფულის გულისთვის რომ ნამუსს გაყიდის, ახალგაზრდებს რა უნდა მოსთხოვო, აი მაგალითი ვიდანაც სწავლობენ უტიფრობას და დაუნდობლობას. ან შვილი არ გყავს, ან შვილიშვილი, ღმერთის მაინც არ გეშინია ამხელა კაცს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×