რეზონანსი
12.08.2020

მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერის განცხადებით, ახლა ყველაზე მეტად გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სჭირდებათ გვერდში დგომა.

„მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს. პირველ რიგში მათ სჭირდებათ გვერდში დგომა და გვერდში დგომის ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება არის გამოძიება და გამოძიების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარება. მერწმუნეთ, რომ ამით არის განპირობებული ყველაფერი და ასე გაგრძელდება ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ", - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×