რეზონანსი
13.08.2020

კორონავირუსი არსად წასულა, ის ჩვენთანაა, ამიტომ არ უნდა მოდუნდეს მოსახლეობის ყურადღება და ნაადრევად არ უნდა ჩავთვალოთ, რომ კორონავირუსი დამარცხებულია, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ქვეყანაში სიფრთხილე და პრევენციული ზომების გატარება აღარ იგრძნობა. მისივე თქმით, ძალიან გახშირდა ხალხმრავალი შეკრებები, რაც ჯერ ადრეა.

„ძალიან ხშირად იმეორებენ ჩვენი ექიმები და ეპიდემიოლოგები, მთავრობაც, რომ კორონავირუსი არსად წასულა, ის ჩვენთანაა, ამიტომ არ უნდა მოდუნდეს მოსახლეობის ყურადღება და ნაადრევად არ უნდა ჩავთვალოთ, რომ კორონავირუსი დამარცხებულია. ამ პათოსს მე მთლიანად ვუერთდები, რამეთუ, მეც ვხედავ თბილისშიც და სხვა ქალაქებშიც, სადაც ჩავდივარ ყველგან ვხვდები, რომ აღარ იგრძნობა ის სიფრთხილე და ის პრევენციული ზომების ისე განუხრელად გატარება, როგორც ეს ხდებოდა ერთი, ან თვე-ნახევრის წინ. ეს შეეხება როგორც ნიღბების ტარების კულტურას, ისე ხელების ჰიგიენას, სოციალურ დისტანციას და განსაკუთრებით ხალხმრავალ შეკრებებს. ძალიან გახშირდა უკვე ხალხმრავალი შეკრებები, ხალხი ლამის უბრუნდება ძველ ტრადიციებს დიდი ქორწილების, ქელეხების და დაბადების დღეების გადახდის, რაც ჯერ ადრეა, ცოტაც მოვითმინოთ. საერთოდ არ ატარებენ, ან სწორად არ ატარებენ ნიღბებს დახურულ სივრცეში, არ იცავენ სოციალურ დისტანციას.

მინდა, შევუერთდე ეპიდემიოლოგების და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოწოდებებს, რომ შევირგოთ ის დიდი წარმატება, რასაც საქართველომ მიაღწია კოვიდთან ბრძოლაში და ის, რომ საქართველოს მოსახლეობა დღეს გაცილებით თავისუფლად გრძნობს თავს, ცხოვრობს და მუშაობს. მაგრამ ეს ნუ გაგვათამამებს, ჯერ კიდევ აუცილებელია სიფრთხილის ნორმების დაცვა“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×