რეზონანსი
15.08.2020

მსახიობი გივი სიხარულიძე გადაცემაში „ფარული კონვერტი“ შვილზე ისაუბრა და ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდს გაიხსენა. მისი თქმით, ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული, რაზეც უფალმა პასუხი აგებინა. ის ამბობს, რომ არ შეიძლება დაუფიქრებლად, სრულიად ახალგაზრდამ, ჩამოუყალიბებელმა პიროვნებამ ცოლი მოიყვანოს, რადგან ეს სირთულეების დასაწყისია.

„მე ჩემს თავს ვაბრალებ შვილის დაკარგვის ამბავს... ზოგადად რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ჩემი ბრალია... მე რომ ცოლს ისე გავშორდი, არ ვიფიქრე რა მოყვებოდა ამ ყველაფერს, ამიტომ დამემართა ასე. არაა მარტივი ცოლი მოიყვანე და უცებ გაუშვა ამას ახლა მივხვდი.... შვილი ისაა, ვინც შენთან ერთად უნდა აღზარდო და არა ის გააკეთო და მიაგდო.

ახლა გახშირდა გამკეთებელი მამები და არა გამზრდელი მამები. ბავშვმა მამის სითბო უნდა იგრძნოს. ამიტომ პატარებმა არ უნდა მოიყვანონ ცოლი. ახლა ის 55 წლის იქნებოდა.

ეს ტრაგედია, ჯაბა იოსელიანის, მხედრიონის პერიოდში მოხდა, როდესაც ამ ძალამ „გაამორფინისტა“ გაათახსირა და გარყვნა ახალი თაობა“, - განაცხადა გივი სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ИНЦИТАТУС   (16.08.2020)
Гивиджан! Квела адамиани сицоцхлис боло цлебши хвдеба ту ра цодвеби аквс акидебли. Ме ра ? шемидзлиа гитанагрдзно.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×