რეზონანსი
17.09.2020

უფლისციხეში აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

2 დაშავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, სამხედრო ჰოსპიტალში არიან მოთავსებული და კვლევები უტარდება.

ერთ დაშავებულს დაჟეჟილობები აღენიშნება, ხოლო მეორეს დაზიანება ქვედა კიდურის არეში აქვს მიღებული, მესამე კი კლინიკა „გორმედშია" გადაყვანილი. მას სხეულის ზედაპირული დაზიანებები და მსუბუქი შერყევა აღენიშნება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უფლისციხეში საბურავების აირის კომპრესორი გასკდა. შემთხვევას ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×