რეზონანსი
19.09.2020

„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოფელ ნიქოზში იმყოფებოდა, სადაც რუსული ოკუპაცია გააპროტესტა.

მან რუსეთში მცხოვრებ ქართველებს საპროტესტო აქციების დაწყებისკენ მოუწოდა.

„ჩქარობს კრემლი. იციან, რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება და ისინი ვეღარ შეძლებენ დაუსჯელად საქართველოს აწიოკებას. ამასობაში, მოვუწოდებ მოსკოვში მცხოვრებ 300 ათას ქართველს, დაიწყეთ საპროტესტო აქციები კრემლის კედელთან. გაიგოს პუტინმა ქართველთა საპროტესტო ხმა. ნუ ვიქნებით ჭიქის პატრიოტები, ვიყოთ საქართველოს პატრიოტები. ვიცი, მოსკოვში ცხოვრობს უამრავი ქართველი პატრიოტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა.

ნუ ვსხედვართ ბინებში, ოფისებში, რესტორნებში, პარკებში. ნუ ვუყურებთ ჩვენი სამშობლოს უბედურებას მშვიდად. როდესაც შინ და გარეთ ყველა ქართველი ერთად დავდგებით, მაშინ აიხსნება ეს მავთულხლართები და მაშინ წავლენ ოკუპანტები. გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ. ქართველების ერთად ამოღებული ხმის წინააღმდეგ უძლურია ყველა სამხედრო მანქანა", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო   (20.09.2020)
შალიკოს გაკეთებული საქმე შემირცხვენია, მაგ უავტორიტეტო კლოუნის, მაგრამ რუსეთში მცხოვრები ქართველების 98%მენტალურად რუსები არიან, მაგათი ტრაკის მლოკველები. აქ არ უნდა შემოუშვა ესენი

რეზი   (20.09.2020)
მაგარი არაკაცი ხარ და ვინც შენ გენდობა მათ სახელიც არა აქვთ

კახელი   (19.09.2020)
შენ ნათელაშვილი ვერახარ კარგად სამასი ათასი ქართველი გამოყარონ იქიდან რომ შენმა შვილებმა კარგად იცხოვრონ საქართველოში. რა ძალიან ვიგინდარა ჰყოფილხარ . არ გეყო ამ ურა პატრიოტიზმი თუ რა ქონებაც დააგროვე ახლა იქ წასულ ხალხად გინდა დაინგრიო ცხოვრება. ფუი როგორ მეზიზღებით მთელი ოპოზიცია .

თინა   (19.09.2020)
დაიკარგე შე კუანა სირო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×