რეზონანსი
21.09.2020

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს გვანა და ამ ორი პირისთვის მნიშვნელოვანი ძალაუფლებაა და არა ხალხის მდგომარეობაა.

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ერთი ერთში იმეორებს ბიძინა ივანიშვილის და მისი პროპაგანდის გზავნილს. ბიძინა თუ არ იქნება, სააკაშვილი იქნება. სხვა არჩევანი არ აქვს საზოგადოებას. ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს. სააკაშვილმა 40-ჯერ თქვა ჩამოვალო და გადააგდო ხალხი, გადაგდებითაც ერთმანეთს გვანან.

ეს არის ის შემთხვევა, ვინც გიპირისპირდება იმას, რომ ემსგავსები. ჩემი აზრით, ერთ მხარეს არის ივანიშვილი და სააკაშვილი, რომელთაც მხოლოდ მათი ძალაუფლება აინტერესებთ და მეორე მხარეს არის ხალხის ინტერესი, სადაც საჭიროა მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ცვლილებები,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×