რეზონანსი
23.09.2020

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 138 პაციენტიდან 23 რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული. როგორც კლინიკის ექიმი გია კიკაბიძე აცხადებს, 23 -დან 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მისი ინფორმაციით, განყოფილებაში მოთავსებულ 95 პაციენტს სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება.

„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გასული 24 საათის განმავლობაში 16 პაციენტი მივიღეთ. ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 50-მდე პაციენტი კოვიდკარანტინში გადავიყვანეთ. ამ ეტაპზე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 138 კოვიდინფიცირებული არის მოთავსებული, აქედან 23 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია, ოთხი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ოთხივე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ხუთ პაციენტს ჟანგბადი მაღალი წნევით მუდმივ რეჟიმში მიეწოდება, დანარჩენის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. განყოფილებაში 95 პაციენტი არის მოთავსებული, რომლებსაც სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აქვს.

ამ ეტაპზე კლინიკაში 30 ადგილი გვაქვს. თუ პაციენტს პნევმონია არ აქვს, მას პირდაპირ საკარანტინო ზონაში გადავიყვანთ. იქ არის მედიკოსთა ჯგუფი და მათი მეთვალყურეობის ქვეშ არიან. თუ მდგომარეობა დამძიმდა, კლინიკაში ვაბრუნებთ",- განაცხადა გია კიკაბიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×