რეზონანსი
23.09.2020

ტაშკენტის „ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფორმაციას თავად არველაძე ადასტურებს. „სწრაფი ტესტის მიხედვით, კორონავირუსი დამიდასტურდა. დღეს, PCR ტესტი გავიკეთე და ველოდები საბოლოო პასუხს. ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ასთმა მაქვს, ეს სრული სიცრუეა. ცხოვრებაში არ მქონია ეს დაავადება. მადლობას გიხდით თბილი მესიჯებისთვის და ყურადღებისთვის",- წერს საკუთარ facebook გვერდზე შოთა არველაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×