რეზონანსი
23.09.2020

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობა 89 კოვიდინფიცირებულს უტარდება. მათგან 5 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

გარდა ამისა, ვირუსს ბოლო დღე-ღამეში კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 8-მდე გაიზარდა.

ამ დრომდე ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსი სულ 1116 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 330 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×