რეზონანსი
24.09.2020

შესაძლოა, ტაქსებში 3-ზე მეტი პირის ყოფნაზე დაწესებული შეზღუდვა გაუქმდეს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საკითხს უწყებათაშორის საბჭოს სხდომებზე განიხილავენ. ის არ გამორიცხავს, რომ საკითხი გადაიხედოს.

"რეალურად ჩვენ დადგენილ შეზღუდვებს, რაც არის დარჩენილი მსხვილი შეზღუდვების მოხსნით შემდეგ, ყოველ საბჭოს სხდომაზე ვიხილავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი გადაიხედოს და გამორიხული არაფერია, მას შემდეგ რაც ვნახავთ, რომ ცუდ ქცევას და არაკეთილსინდისიერ ქცევას არ აქვს ადგილი მძღოლების მხრიდან", - განაცხადა მეზვრიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში".

ცნობისთვის, ტაქსებში 3-ზე მეტი ადამიანის ყოფნა დაშვებული არაა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×