რეზონანსი
24.09.2020

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადაოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, მესანთლეს კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში ჯერჯერობით არ იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს" დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, მეუფე გერასიმეს ტესტირება ხვალ იგეგმება.

„მეუფე თავად არ არის თვითიზოლაციაში. მესანთლე თბილისში რამდენიმე დღის ყოფნის შემდეგ ეპარქიაში დაბრუნდა და დაუდგინდა ვირუსი. სავარაუდოდ, ის გადაყვანილია კლინიკაში. ხვალ აპირებს ტესტირებას. ვირუსის ნიშნები მეუფეს არ აქვს. ინფორმაციას ეპარქიის გვერდზე ცოტა ხანში გავავრცელებთ", - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×