რეზონანსი
25.09.2020

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, კახაბერ ფარფალია, იგივე “კახა გალსკი” რუსეთის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. მოკლეს თუ თავი მოიკლა ე.წ. კანონიერმა ქურდმა უცნობია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია,რომ იგი ინსულტით გარდაიცვალა. ფარფალიას ნათესავები ზუგდიდში ცხოვრობენ და მათ მომხდარის შესახებ წუხელ შეატყობინეს.

ფარფალია მოსკოვში 2018 წლის დეკემბერში დააკავეს. 45 წლის კახა ფარფალიას ქურდულ სამყაროში “კახა გალსკის” მეტსახელით იცნობენ. ბოლო პერიოდში მისი გავლენები საგრძნობლად გაიზარდა, როგორც რუსეთში, ისე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ფარფალია აკონტროლებდა ე.წ. ქურდულ “ობშიაკს”, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ივსებოდა.

ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×