რეზონანსი
25.09.2020

კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის მამაკაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 ივლისს შეიყვანეს. მას მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. 

კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 265 შემთხვევიდან 168 აჭარაში გამოვლინდა. ამ დროისთვის რეგიონის რვა კლინიკაში 486 პირი მკურნალობს, კოვიდსასტუმროებში 812, ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 300-მდე ინფიცირებული. კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის 48 ბავშვია, 16 კი ორსული. დღეს რეგიონში კოვიდსასტუმრო 39-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

წყარო: პირველი არხი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×