რეზონანსი
25.09.2020

კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და მისი გადამდებლობა გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს.

მისივე თქმით, მიუხედავად ვირუსის მუტაციისა, არ არის სამედიცინო მტკიცებულებები, რომ ახალი კორონავირუსი შესუსტდა ან პირიქით.

კულუმბეგოვის განცხადებითვე, ვირუსს აქვს სპეციალური სპაიკ-ციკლები ანუ მოჭიდების ელემენტები, რაც ზრდის ალბათობას, რომ კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა უფრო მარტივად ხდება.

„ბიოსამედიცინო მეცნიერებები და ტექნოლოგიები ახლა უპრეცენდენტოდ აჩქარებულია, მაგრამ სამწუხაროდ, არ დასტურდება ის სამედიცინო მტკიცებულება, რომ ვირუსმა ისეთი მუტაცია განიცადა, რომ მის დასუსტებასთან იყოს დაკავშირებული, ან პირიქით, კლინიკურად გაუარესებასთან კავშირში თუმცა, მუტაცია, რომელიც ყველაზე მაჟორულია და მაქსიმალურად ვლინდება ყველა ახალ შტამში, ეს მუტაცია მის გადამდებადობის გამარტივებასთან შეიძლება იყოს პოტენციურად მხოლოდ ასოცირებული. ვირუსს აქვს სპეციალური სპაიკ-ცილები, ანუ მოჭიდების ელემენტები, რითაც მასპინძლის ორგანიზმს ემაგრება. სწორედ ეს მუტაცია სპაიკ-ცილების სინთეზზეა პასუხისმგებელი და შესაბამისად, გაუჩნდა ერთი იმდენი სპაიკ-ცილა, რაც ალბათობას ქმნის კლინიკურად, რომ მას უფრო ადვილად შეუძლია ერთი ადამიანიდან მეორეს ადვილად გადაეცეს", - განაცხადა კულუმბეგოვმა „ფორმულას" ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×