რეზონანსი
25.09.2020

კორონავირუსი ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ 7 წლის პაციენტმა დაამარცხა. კოვიდცენტრი დატოვა 5-მა უსიმპტომო პაციენტმა, რომლებიც სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში გადანაწილდნენ.

ამ დროისთვის კოვიდკლინიკაში დადასტურებული COVID19-ით 90 პაციენტია მოთავსებული. მათ შორის ათი ორსულია.

„კრიტიკულად მძიმე რჩება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი ხანდაზმული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. საერთო ჯამში, სტაციონარში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. თითოეულ მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება“,-ამბობს კლინიკა „ბომონდის“ კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×