რეზონანსი
26.09.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდინფიცირებულებიდან 19 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„3 149 პაციენტი გადის მკურნალობას, უმეტესობა სტაციონარში, ასევე იმყოფებიან სასტუმროებში სამედიცინო მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. ძალიან მცირე რაოდენობით არიან ბინაზე თვითიზოლაციაში და იმყოფებიან პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებისა და იმფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობის ეტაპზე მყოფი ამ პაციენტებიდან 19 არის კრიტიკული, მათ შორის 17 მართვით სუნთქვაზე იმყოფება", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 31 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

„ჩვენს ცენტრში არის 31 კოვიდინფიცირებული, მათგან უმეტესობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის არის. ორი პაციენტი არის მძიმე, რომელთა პროგნოზი კეთილსაიმედოა", - განაცხადა აღნიშნა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×