რეზონანსი
26.09.2020

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, საქართველო მწვანე ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს.

ამის შესახებ გაბუნიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„საშუალო გლობალური მაჩვენებელი ინციდენტობისა, ანუ ახალი შემთხვევების დღევანდელი პირობით არის დაახლოებით 19/100 000- ზე, ცხარმეტის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები, ცხრამეტის ზემოთ კი მიიჩნევა, რომ არის მაღალი რისკის ქვეყნები. ჩვენი დღევანდელი ინციდენტობის მაჩვენებლით, საქართველო არის 5.5, რაც არის დასაწყისი ამ გრადაციისა, ანუ ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც მუქი მწვანე ზონა ჩვენი რისკების შეფასების სისტემაში. ამდენად, მოუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში შემთხვევების მატება აღინიშნებოდა, საქართველო მაინც ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს. ამ თვალსაზრისით საქართველო მაინც ინარჩუნებს მწვანე ზონის სტატუსს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×