რეზონანსი
27.09.2020

უნდა გვახსოვდეს, რომ გაკეთებული საქმეებისათვის არასოდეს უნდა მოვითხოვოთ მადლობა, გაფუჭებულისათვის კი აუცილებლად მოვიხადოთ ბოდიში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდში, გიგი უგულავამ განაცხადა.

როგორც უგულავამ ზუგდიდში, სოფელი რუხის ციხეში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, ვალდებულებათა ბარათი, რომლის შესრულების ვალდებულებასაც იღებს გუნდი და რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს და წაიყვანს წინ.

უგულავამ აღნიშნა, რომ უნდა დასრულდეს ქვეყანაში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა და ის უნდა შეცვალოს ევროპულმა, მრავალპარტიულმა კოალიციამ, რომელიც იხედება წინ, მომავლისაკენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×